მარკ ზაკერბერგმა Meta-ს ახალი AI-ით აღჭურვილი ჭკვიანი სათვალეები წარადგინა
ფოტო: ნიკ კური / AP
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა ოთხშაბათს კომპანიის უახლესი ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული მოწყობილობა — ჭკვიანი სათვალეები წარადგინა, რომელთა შიგნითაც მცირე ეკრანი მდებარეობს.
Meta Ray-Ban Display სათვალეები კომპანიის ახალ ნაბიჯს წარმოადგენს მომავლისკენ, სადაც ადამიანები ტელეფონის ეკრანს ნაკლებად შეხედავენ. ამის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება Meta-ს ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა — ასევე შეტყობინებების, ფოტოების და მთელი ციფრული ცხოვრების მართვა — ისეთი სათვალეებით, რომლებიც გარეგნულად ჩვეულებრივ სამედიცინო ან მზის სათვალეებს ჰგავს.
ეს და სხვა ახალი სმარტ-მოწყობილობები Meta-ს სტრატეგიის ნაწილია, რათა ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიური ცხოვრების უფრო მნიშვნელოვან ნაწილად აქციოს და ყველაზე განვითარებული და ფართოდ გამოყენებადი მოდელების შექმნაში ინდუსტრიის სხვა დიდ მოთამაშეებს კონკურენცია გაუწიოს.
"სათვალეები იდეალური ფორმაა პირადი სუპერინტელექტისთვის, რადგან საშუალებას გაძლევენ ერთდროულად იყო რეალობაში და მიიღო AI-ის ყველა შესაძლებლობა — უკეთეს კომუნიკაციაში, მეხსიერების გაუმჯობესებაში, შეგრძნებების გამძაფრებაში", — განაცხადა ზაკერბერგმა.
ზაკერბერგმა ახალი პროდუქტები Meta-ს ყოველწლიური Connect ღონისძიების მთავარი მოხსენებისას წარადგინა, რომელიც მენლო პარკის (კალიფორნია) სათავო ოფისში გაიმართა. პრეზენტაციაზე ასევე წარმოადგინეს განახლებული Ray-Ban Meta Gen 2, ახალი სპორტული Meta Oakley Vanguard სათვალეები და Quest 3-ისთვის განკუთვნილი ახალი თამაშები და გასართობი აპლიკაცია, მათ შორის Disney+ პარტნიორობით შექმნილი Horizon-ის იმერსიული მეტავერსის გამოცდილება.
"უკვე ათ წელზე მეტია სათვალეებზე ვმუშაობთ და ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტია, როცა შეგვიძლია გაჩვენოთ რაღაც ისეთი, რაშიც ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ჩავდეთ", — აღნიშნა ზაკერბერგმა — "ეს სრულიად განსხვავდება ყველაფრისგან, რაც აქამდე მინახავს".
პრეზენტაციისას რამდენიმე უხერხული მომენტიც დაფიქსირდა. მაგალითად, Meta Ray-Ban Display-ის ცოცხალი დემოს დროს ზაკერბერგმა ვერ უპასუხა კომპანიის ტექნიკური დირექტორის ენდრიუ ბოზუორთის ვიდეოზარს, რადგან ეკრანზე ზარის მისაღები ღილაკი არ გამოჩნდა — ბოზუორთს სცენაზე გამოსვლა მოუხდა. "ამას მოვაგვარებთ", — აღნიშნა ზაკერბერგმა.
ცოცხალი დემოს დროს ზაკერბერგმა ვერ უპასუხა ენდრიუ ბოზუორთის ვიდეოზარს, რადგან ეკრანზე ზარის მისაღები ღილაკი არ გამოჩნდა — ბოზუორთს სცენაზე გამოსვლა მოუხდა
ფოტო: Meta
კიდევ ერთ დემოში, სადაც შეფს ახალი Ray-Ban Meta Gen 2 სათვალით რეცეპტის თანმიმდევრობისთვის აუდიოინსტრუქცია უნდა მიეღო, Meta AI ასისტენტმა გასაგები პასუხი ვერ დააბრუნა, რაც ზაკერბერგმა Wi-Fi-ის პრობლემას დააბრალა. ამ ეპიზოდებმა ყველას შეახსენა, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა.
სწრაფად მზარდი ბაზარი
ჭკვიანი სათვალეები ჯერ კიდევ შედარებით ნიშური პროდუქტია, თუმცა მომხმარებლების ინტერესი სწრაფად იზრდება. Ray-Ban-ის მფლობელმა EssilorLuxottica-მ ივლისში განაცხადა, რომ Meta-ს სათვალეებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად სამჯერ გაიზარდა და 2026 წლიდან მიზნად აქვს დასახული წელიწადში 10 მილიონი ერთეულის წარმოება.
"შეგიძლიათ უბრალოდ ატაროთ ეს სათვალეები და თქვენს საყვარელ ბრენდში თავი კომფორტულად იგრძნოთ, მაგრამ თუ სუპერძალები დაგჭირდათ, მაგალითად დაუყოვნებელი ინფორმაცია — ამის მიღევა აუდიოს ან დისპლეის საშუალებით შეგიძლიათ", — აღნიშნა EssilorLuxottica-ს ჭკვიანი მოწყობილობების ხელმძღვანელმა როკო ბაზილიკომ და Meta Ray-Ban Display-ს უწოდა "ჩვენი ყველაზე დიდი პროდუქტის გამოტანა ბაზარზე".
ზაკერბერგის თქმით, ახალი სათვალეების გაყიდვების ტემპი "ყველაზე პოპულარული სამომხმარებლო ელექტრონიკის მსგავსია". თუმცა კომპანია უკვე აწყდება მზარდ კონკურენციას Google-ის, Samsung-ის, Snap-ის და შესაძლოა Amazon-ისგან.
Meta Ray-Ban Display — მთავარი სიახლე
მეტა დიდი ხანია აღწერდა თავის Ray-Ban სათვალეებს როგორც მოწყობილობას, რომელიც "ხედავს რასაც შენ ხედავ და ისმენს რასაც შენ ისმენ". ახალი Meta Ray-Ban Display მოდელი ამ გამოცდილებას ვიზუალურ უკუკავშირს ამატებს. სათვალე აშშ-ში 30 სექტემბრიდან 799 დოლარად გაიყიდება.
ახალ Meta Ray-Ban Display სათვალეებს ლინზის შიგნით აქვს მინიატურული დისპლეი, რომელიც მხოლოდ მფლობელს შეუძლია დაინახოს
ფოტო: მეტა
- დისპლეი: მინიატურული ეკრანი მოთავსებულია მარჯვენა ლინზის შიდა ზედა კუთხეში და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს გამოსახულება რამდენიმე მეტრში ჩანს.
- ფუნქციები: შეტყობინებების მიღება/გაგზავნა, ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება და გადახედვა, Instagram Reels-ის ყურება, ვიდეოზარები, სადაც ეკრანზე ჩანს მოსაუბრე პარტნიორი.
- ნავიგაცია: რეალურ დროში რუკის ჩვენება, რათა ტელეფონის აპლიკაციის გარეშე შეძლო გადაადგილება.
- ცოცხალი ტიტრები და თარგმანი: მოსაუბრე პარტნიორის სიტყვები რეალურ დროში ტექსტად გარდაიქმნება და Meta AI აპში ინახება ტრანსკრიპტად — განსაკუთრებით სასარგებლოა ჟურნალისტებისთვის.
- Meta AI ასისტენტი: შეკითხვებზე პასუხობს როგორც ხმოვანი გზით, ისე დისპლეიზე ინფორმაციული პანელებით.
- პირველი თაობისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ ხმოვანი ბრძანებები მუშაობდა, Ray-Ban Display-ს მართავს ახალი "ნეირონული" სამაჯური, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ხელის მცირე მოძრაობებით აკონტროლოს ეკრანი — მაგალითად, ცერა და საჩვენებელი თითის შეხებით მუსიკის ჩართვა/პაუზა.
დისპლეი მხოლოდ სათვალის მფლობელს უჩანს, რაც კონფიდენციალურობას იცავს, თუმცა შესაძლოა ცოტა უცნაურ სიტუაციებიც გამოიწვიოს, როცა გარშემო მყოფებმა არ იციან, რომ მომხმარებელი მათთან საუბრის დროს შეიძლება შეტყობინებებს კითხულობდეს. ეკრანის გამორთვა ნებისმიერ დროს შეიძლება და სათვალეები ჩვეულებრივ სათვალედ გამოიყენება.
ბატარეა ერთ დატენვაზე დაახლოებით 6 საათს მუშაობს, ხოლო დამტენი ყუთი დამატებით 30 საათს ამატებს. სამაჯური წყალგამძლეა და 18-საათიანი რესურსი აქვს.
სხვა სათვალეები
Ray-Ban Meta Gen 2 — 379 დოლარი
კონფერენციის სტუმარი ირგებს Meta-ს ახალი Ray-Ban Gen 2 ჭკვიან სათვალეებს Meta Connect ღონისძიებაზე
ფოტო: კარლოს ბარია / Reuters
- ბატარეის უფრო ხანგრძლივი (8 საათი) მუშაობა და 48-საათიანი დამტენი ყუთი.
- გაუმჯობესებული კამერა 3K ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით და დაგეგმილი ფუნქციები — slow-motion და hyperlapse.
- ახალი არჩევითი რეჟიმი "ფოკუსი საუბარზე" ხმაურში რეალური საუბრის უკეთ მოსასმენად.
Meta Oakley Vanguard — 499 დოლარი
CNN-ის ჟურნალისტი კლერ დაფი Meta Connect ღონისძიებაზე ცდის Meta-ს ახალ Oakley Vanguard ჭკვიან სათვალეებს
ფოტო: ბრაის ურბანი / CNN
- სპორტზე და ღია გარემოზე გათვლილი ჭკვიანი სათვალეები.
- Strava და Garmin ინტეგრაციით ვარჯიშის მონიტორინგი, ახალი "ვარჯიშები" განყოფილება Meta AI აპში, AI შეჯამებით.
- უფრო ძლიერი სპიკერები ქარის პირობებში მუსიკის გასაგონად, 9-საათიანი ბატარეა, წყალსა და მტვერზე მდგრადი დიზაინი.
- ცენტრალური 3K კამერა უფრო ფართო ხედვის კუთხით.
- ზაკერბერგის თქმით, Vanguard მოდელი პირადად გამოსცადა ტალღებზე სერფინგისას და: "მან სრულად გაამართლა".
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (ქვეყნები)
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
გადახედვა
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს" ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია
გადახედვა
კომენტარები