არჩილ გორდულაძე

18 Sep. 2025, 11:21

"რომელი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს, საერთოდ აპოლიტიკური ადამიანიც რომ იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა ჩვენი გუნდისთვის, ადამიანი, რომელიც ჩაიდენს ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიც არის სახელმწიფო ქონების მითვისება, ის რეალურად გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ იდეალებს არასდროს იზიარებდა და „ქართული ოცნების“ გუნდის ნამდვილი წევრი არც არასდროს ყოფილა.

იმიტომ, რომ შეუძლებელია ერთი რამე, მთავარი საფუძველი და პრინციპი, რაც "ქართულ ოცნებას" გვაქვს, რომ ჩვენ ვაკეთებთ და ვიბრძვით ყველაფერი იმისთვის, რაც არის ხალხის ინტერესში და ხალხის ინტერესში ვერასდროს იქნება ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა".

განაცხადა "ოცნების" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასთან დაკავშირებით "ტვ იმედის" ეთერში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…