"მე დღეს აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან" — სალომე ზურაბიშვილი ჰელსიკის კომისიაში
"მე დღეს აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან და სიმბოლურად, მინდა დავასახელო მზია ამაღლობელი, როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდაა დატყვევებული", — ამის შესახებ ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში "30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველად საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია აშშ-სთან პარტნიორობას, დააშორა და სანდო მოკავშირისგან იზოლაციაში მოაქცია".
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა კომისიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული ოცნება სულ უფრო მეტად ხდება ანტიდასავლური და პრორუსული, თუმცა, "ქართველი ხალხი არ ეთანხმება ამ დივერსიულ, ძალადობრივ ქმედებებს და ისეთივე ერთგული რჩება დემოკრატიისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა, როგორც თავისი ევროპული მომავლისა".
"მე დღეს აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან და სიმბოლურად, მინდა დავასახელო მზია ამაღლობელი, როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდაა დატყვევებული. სწორედ ამ ადამიანების სახელით მინდა ვისაუბრო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე და გავიხსენო, რომ უკვე 30 წელზე მეტია, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას, მხარში გვედგა, რათა დაგვხმარებოდა დამოუკიდებელი, სტაბილური, პროდასავლური, რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფოს აშენებაში, რომელსაც დღეს ვკარგავთ.
…საქართველო აშშ-სთვის სტრატეგიული გამარჯვება იყო. ეს იყო გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ! და ეს მშვიდობიანი გამარჯვება იყო მას შემდეგ, რაც რუსეთი, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა კავკასიის და შესაბამისად, ცენტრალური აზიის ექსკლუზიური დომინაციის შენარჩუნებას, ამერიკა რეგიონში სრულფასოვანი მოთამაშე გახდა, შთააგონა ჩვენი ხალხი და განსაზღვრა ახალი სტანდარტები.
დღეს, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველად საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას, დააშორა და სანდო მოკავშირისგან იზოლაციაში მოაქცია როგორც საკუთარი თავი, ისე ქვეყანა, რითიც თანდათან უფრო მეტად დაუახლოვა ქვეყანა შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს. რუსეთი თამაშობს თავისი დომინანტური პოზიციის აღდგენისათვის.
ქართული ოცნება სულ უფრო მეტად ხდება ანტიდასავლური და პრორუსული. ქართული ოცნების საჯარო პოზიციები სულ უფრო აგრესიულ, ანტიამერიკულ ტონს იღებს: საჯარო შეტევები აშშ-ის წარმომადგენლებზე, ამერიკის პოლიტიკაზე, მტრული თავდასხმები პირადად პრეზიდენტ ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე, აშშ-ის მიმართ ბრალდებები ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაზე.
პარალელურად, ქართული ოცნების ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, პირველ რიგში, რუსეთთან (რუსული პიარის რიტორიკის კოპირება), ჩინეთთან (ანაკლიას პროექტი, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკული პროექტის შეჩერების შემდეგ, ინფრასტრუქტურული პროექტები, უვიზო მიმოსვლა) და ირანთან.
საგარეო და შიდა პოლიტიკის 360 გრადუსიანი შემოტრიალება, დამოუკიდებლობის კომპრომეტირება, რომელიც ძალიან მაღალი ფასით იქნა მიღწეული (ქვეყნის 25% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ომები, 2008 წლის ომი)! ეს მიმართულება პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს", — თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, რუსეთი ახალ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, დაპატიმრებული არიან ოპოზიციის ლიდერების, პოლიტიკური პარტიები განადგურების საფრთხის წინაშე დგანან, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩამოერთვათ დაფინანსება და პარალიზებულნი არიან.
"რუსეთი საქართველოში აშკარად სტრატეგიული კარტით თამაშობს, რათა აღიდგინოს თავისი დომინაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე, კონტროლი კავკასიასა და შავ ზღვაზე, გააუქმოს დასავლელი პარტნიორების სტრატეგიული გამარჯვება, ბოლო 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
ეჭვგარეშეა, რომ ქართველი ხალხი არ ეთანხმება ამ დივერსიულ, ძალადობრივ ქმედებებს და ისეთივე ერთგული რჩება დემოკრატიისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა, როგორც თავისი ევროპული მომავლისა. ეს არის 368-დღიანი შეუჩერებელი პროტესტის მნიშვნელობა ქართული ოცნების პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ — სამოქალაქო საზოგადოების გამძლეობის მნიშვნელობა", — თქვა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ჰელსინკის კომისიის ტრიბუნა გამოიყენა მოწოდებისთვის, რომ უფრო მკაფიო ნაბიჯებია გადასადგმელი ქართველი ხალხის დასახმარებლად: "დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ!", — თქვა ზურაბიშვილმა.
"რუსეთთან შემწყნარებლობა სახიფათოა!
აშშ-ის შემრიგებლური მიდგომა საქართველოს ფაქტობრივ ლიდერობასთან წარსულში ჩავარდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას!
დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ!
რასაც მმართველი რეჟიმი საქართველოში აკეთებს, ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების ღალატი — ეს არის პირდაპირი უარი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეერთებულ შტატებთან. ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა, დიპლომატებმა და სამხედროებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს საქართველოს წარმატებაში. იმის ყურება, როგორ იკარგება ეს ინვესტიცია ანტიდემოკრატიული ქცევის, აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მყოფი მოქმედებებისა და მტრული რიტორიკის გამო, მიუღებელი უნდა იყოს.
ანგარიშვალდებულება აუცილებელია! რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია და ვინც ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახშობს განსხვავებულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს, ისევე როგორც ამერიკელი ხალხი, რომლის მხარდაჭერა ყოველთვის დაფუძნებული იყო თავისუფალი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს იმედზე", — თქვა ზურაბიშვილმა.
ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სახელწოდებით — "პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული შემობრუნება" სალომე ზურაბიშვილის გარდა მოუსმინეს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინათინ ხიდაშელს და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის მოუსმენს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები