World EV Day — თეგეტა მოტორსი ელექტრომობილების მსოფლიო დღეს უერთდება
ფოტო: თეგეტა
A day to convey EV positivity, ამ გზავნილის გარშემო, 9 სექტემბერს, მსოფლიო უკვე მეექვსედ ერთიანდება. გლობალური ინიციატივის მიზანი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით, ელექტრომობილების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების გაზრდაა. საერთაშორისო ინიციატივას უკვე ტრადიციულად უერთდება თეგეტა მოტორსი, კომპანია, რომელმაც გარემოზე ზრუნვა კორპორაციული პასუხისმგებლობის ძირითად მიმართულებად აქცია. კომპანია წელსაც არაერთ აქტივობას გეგმავს.
ფოტო: თეგეტა
9 სექტემბერს, თეგეტა მოტორსის ფილიალებში ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებსა და აკუმულატორებზე განსაკუთრებული შეთავაზებები გავრცელდება. მომხმარებლებს Bridgestone-ის ტურანზა 6-ზე 30%-იანი ფასდაკლება დახვდებათ. რაც შეეხება აკუმულატორებს, Macpower-ის, Varta-ს, Energizer-ის, Exide-ის, Monbat-ისა და FIAMM-ის შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
ამასთან, World EV Day-სთან დაკავშირებით, ელექტრომობილებზე სავალი ნაწილი თეგეტა მოტორსის ნებისმიერ ფილიალში უფასოდ შემოწმდება, ხოლო თანმდევი სერვისის საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.
ფოტო: თეგეტა
თათია ხორბალაძე, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “ჰაერის დაბინძურება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა და თეგეტა მოტორსი მუდმივად ცდილობს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. CSR სტრატეგიით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ემისიების შემცირება, რაც პირდაპირ უკავშირდება ელექტროტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისით უკვე დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა — ერთი მხრივ, ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებასთან, Tegeta Cars-თან ერთად წლებია ხელს ვუწყობთ ელექტრომობილების პოპულარიზაციას ქვეყანაში, ვზრუნავთ დასამუხტი სადგურების ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ცხადია, ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვერთვებით ყველა გლობალურ ინიციატივაში, ვცდილობთ, ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, მუდმივად გავაუმჯობესოთ ელექტრომობილების ფლობის გამოცდილება. ამ დღეს, ელექტრომობილების ერთგულ მომხმარებლებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს. გვიხარია, რომ სულ უფრო მეტად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც ელექტრომობილებს ირჩევენ“.
World EV Day-სთან დაკავშირებით, თეგეტა მოტორსმა საკუთარ მომხმარებელს ფოტოკონკურსიც შესთავაზა. აქტივობაში ჩართვა Tegeta Community-ს ფეისბუქ ჯგუფის წევრებს შეუძლიათ. კონკურსის ფარგლებში, მათ თავიანთი ელექტრომობილების ფოტოები ჯგუფში უნდა განათავსონ. გამარჯვებული VOLVO-ს სრულად ელექტრო ავტომობილის, EX30-ის ორდღიან ტესტდრაივს მიიღებს საჩუქრად.
გლობალური მასშტაბით, ელექტრომობილების (EV) ბაზარი სწრაფად იზრდება, რაც განპირობებულია გარემოსდაცვითი რეგულაციების გამკაცრებითა და წარმოების ხარჯების შემცირებით. მსხვილი ავტომწარმოებლები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში თანდათან ამოიღონ შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები.
International Energy Agency-ს პროგნოზით, 2030 წლისთვის გლობალური ელექტრომობილების რაოდენობა დაახლოებით 245 მილიონს მიაღწევს. 2035 წლისთვის ეს ციფრი დაახლოებით 525 მილიონამდე გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ გზებზე მოძრავი ყოველი ოთხი ავტომობილიდან ერთი ელექტრო იქნება.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორისა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
კომენტარები