თამარ ჩერგოლეიშვილი: "მოვუწოდებთ "ლელოს", დაუბრუნდეს ერთობის რაციონალურ გზას, გამოუსვას ცელი ბიძინა ივანიშვილს იქ, სადაც მას სტკივა"
"ამ ჟესტით ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი გაყიდა, რომ მას ყველაზე მეტად უნდა 4 ოქტომბერს ლეგიტიმაციის მსგავსი მიიღოს," — ასე ეხმაურება ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ოცნების დანიშნული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას.
თამარ ჩერგოლეიშვილმა ლელოს მოუწოდა, დაუბრუნდეს "ერთობის რაციონალურ გზას" და "გამოუსვას ცელი ბიძინა ივანიშვილს იქ, სადაც მას სტკივა"
"ივანიშვილის დღევანდელი ჟესტით, კონკრეტულად პოლიტპატიმარ ხაზარაძის და პოლიტპატიმარ ჯაფარიძის შეწყალებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის 4 ოქტომბერს არჩევნებად წოდებული ფარსის თუნდაც მოჩვენებითი ლეგიტიმაცია, თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილში. ამას ემსახურებოდა ჯაფარიძის და ხაზარაძის გამორჩევა, რომ შექმნას ისეთი წარმოდგენა, თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილში, რომ რასაც 4 ოქტომბერს რეჟიმი ჩაატარებს, იმას არჩევნები ჰქვია.
ამიტომ, მიუხედავად იმ უდიდესი განსხვავებებისა, რაც ფედერალისტებს და ლელოს შორის არის, მიუხედავად იმ უამრავი დაპირისპირებისა, რაც ჩვენ შორის ყოფილა, ჩვენ მოვუწოდებთ ლელოს, დაუბრუნდეს ერთობის რაციონალურ გზას, გამოუსვას ცელი ბიძინა ივანიშვილს იქ, სადაც მას სტკივა და ცხადია, რომ მას სჭირდება თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული ფარსის ლეგიტიმაცია, ხელი აიღოს ქართველი ხალხი მოტყუებაზე და რეჟიმის თანამზრახველობაზე ხალხის მოტყუებაში და დაუბრუნოს ღირსეული პასუხი იმით, რომ არჩევნებში არ შევა, გააერთიანებს ამით ოპოზიციურ საზოგადოებას და ძალიან დიდ სიკეთეს მოიტანს.
მზად ვარ, თუ ამას გააკეთებს, 4 ოქტომბრამდე თავს არ დავესხა. თავდაუსხმელობას ხომ ითხოვენ და მზად ვარ, 4 ოქტომბრამდე ეს ყველაფერი ავიტანო.
ამ ჟესტით ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი გაყიდა, რომ მას ყველაზე მეტად უნდა 4 ოქტომბერს თუნდაც ლეგიტიმაციის მსგავსი მიიღოს, ამიტომ გაათავისუფლა. ეს არ არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ივანიშვილის თვითინტერესში გადადგმული ნაბიჯი, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და 4 ოქტომბერს კიდე ერთხელ გაიფორმოს რაღაც ვადით მიტაცებული ქვეყანა. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ახლა აქვთ შანსი, რომ გადადგან ძალიან დიდი ნაბიჯი ოპოზიციური ერთობისკენ. ჩვენ რეჟიმის დელეგიტიმაციას მოვახდენთ ყველა დონეზე, ვისაც ამის იმედი არ გაქვთ, გაიხსენეთ ბექა ოდიშარიას ყანყალი და ბანცალი, ზუსტად ასე ყანყალებს რეჟიმი, სახედაკარგულია, დემორალიზებულია, ყველაზე მეტად მას სჭირდება ახლა თუნდაც ლეგიტიმაციის მსგავსის მიღება, ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი და მნიშვნელოვანია, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სწორად იმოქმედონ," — განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ოცნების დანიშნულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს დილით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ "არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება".
ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ "შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს".
- თინა ბოკუჩავა: "ვულოცავ ბადრის და მამუკას თავისუფლებას და მივმართავ უარი თქვან 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე!"
- გამოდით რუსული სპეცოპერაციიდან და დაუბრუნდით საერთო ბრძოლას — ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს
- თინა ხიდაშელი: "პრეზიდენტად მომუშავე ცხენის აქტზე მამუკა და ბადრი დაანამუსო, ბოდიშს ვიხდი, მასშტაბური გონებასუსტობაა"
- ეს იყო მუხანათური, ჩათლახური გადაწყვეტილება "ქართული ოცნებისგან", რომ ტალახი გვესროლონ — ელისაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე
- თუ მათ არ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ — კალაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე
- მიხეილ ყაველაშვილი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები