სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, თამთა მიქელაძე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკითხება — SJC-ს განცხადება
"სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება მათი დევნისა და შევიწროების სისტემური პოლიტიკის გაგრძელებაა და სისხლის სამართლის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი უმძიმესი შემთხვევაა," — ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული.
მათი თქმით, განცხადებები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებაში ექცევა, ვერანაირ დანაშაულად ვერ ჩაითვლება.
SJC-ის განცხადებით, პროკურატურის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის დაყადაღებამ პრაქტიკულად ორგანიზაციების პარალიზება მოახდინა და ისინი საქმიანობას, მათ შორის, ბენეფიციარების ინტერესების დაცვას, მოხალისეობრივ საწყისებზე აგრძელებენ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას ორგანიზაცია გაასაჩივრებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე
"ხვალ, 5 სექტემბერს, 13:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, თამთა მიქელაძე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკითხება.
გამოკითხვა უკავშირდება ე.წ. "პირბადეების საქმეს", რომელზეც გამოძიება პროკურატურამ ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში დაიწყო და რომლის ფარგლებშიც გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის და სხვა მსგავსი დანაშაულების ირგვლივ მიმდინარეობს.
ჩვენი შეფასებით, გამოძიება აშკარად უსაფუძვლოა, რადგან ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოყენებული არგუმენტები, კერძოდ, პირბადეებისა და თავდაცვის საშუალებების თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ლიმიტირებული ოდენობით შეძენა, წამებისა და ძალადობის მსხვერპლების სამართლებრივი დაცვა და, ასევე, საჯარო პოსტები და განცხადებები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებაში ექცევა, ცხადია, ვერანაირ დანაშაულად ვერ ჩაითვლება. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება მათი დევნისა და შევიწროების სისტემური პოლიტიკის გაგრძელებაა და სისხლის სამართლის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი უმძიმესი შემთხვევაა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამავე საქმის ფარგლებში, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 2025 წლის 27 აგვისტოს ყადაღა დაედო შემდეგი 7 ორგანიზაციის ანგარიშებს: "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი", ISFED, IDFI, GDI, "დემოკრატიის მცველები", "საფარი" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი". ამ გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად ორგანიზაციების პარალიზება მოახდინა და ისინი საქმიანობას, მათ შორის, ბენეფიციარების ინტერესების დაცვას, მოხალისეობრივ საწყისებზე აგრძელებენ.
ამ გადაწყვეტილებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი გაასაჩივრებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე," — ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
ასევე იხილეთ:
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები