მედიის ადვოკატირების კოალიცია: "სოლიდარობას გამოვხატავთ "პუბლიკის" გუნდისა და ყველა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლის მიმართ"
"კოალიციის წევრები სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ "პუბლიკის" გუნდისა და ყველა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლის მიმართ, რომლებიც რეპრესიის მიუხედავად, მაღალი სტანდარტით აგრძელებენ ჟურნალისტურ საქმიანობას," — ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული.
მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში სახეზეა სისტემური ძალადობა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.
კოალიციის განცხადებით, ყველა ეს ფაქტი ერთიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის და კრიტიკული ხმის ჩახშობას.
"მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება ძალადობის ფაქტებს დამოუკიდებელი ონლაინ გამომცემლობა "პუბლიკას" ჟურნალისტების მიმართ.
კოალიციის წევრები სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ "პუბლიკის" გუნდისა და ყველა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლის მიმართ, რომლებიც რეპრესიის მიუხედავად, მაღალი სტანდარტით აგრძელებენ ჟურნალისტურ საქმიანობას.
3 სექტემბერს ქართული ოცნების თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის საზეიმოდ გახსნის პარალელურად მოქალაქეებმა თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს. "პუბლიკის" რედაქტორის ლიკა ზაკაშვილის განცხადებით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციელმა უკანონოდ ხელი შეუშალა, ხელი გადაუგრიხა და გარკვეული დროის განმავლობაში, არ მიეცა მუშაობის საშუალება.
იმავე "პუბლიკის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა "პუბლიკის" ჟურნალისტს ხელი დაარტყა. მოგვიანებით, კიდევ ერთმა მხარდამჭერმა "პუბლიკის" ჟურნალისტს შეაფურთხა. იქ მყოფმა პოლიციელებმა ეს ფაქტები ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების მხარდამჭერები და პოლიცია ჟურნალისტებზე ძალადობენ. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ჩვენ ვხედავთ სისტემურ ძალადობას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ: დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე ათეულობით ფიზიკური ძალადობის ფაქტი და არ დამდგარა მოძალადეთა პასუხისმგებლობის საკითხი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, სინდისის პატიმარს მზია ამაღლობელს ორი წლის პატიმრობა შეეფარდა.
დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიღებულია რეპრესიული კანონმდებლობა. ყველა ეს ფაქტი ერთიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის და კრიტიკული ხმის ჩახშობას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს "პუბლიკის" გუნდს და ყველა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელს, რომლებიც რეპრესიებისა, ზეწოლისა და ძალადობის პირობებში აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას საზოგადოების ინფორმირებისთვის," — ნათქვამია განცხადებაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები