ბადრი ჯაფარიძე: სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ცხადყოფს, რომ აღნიშნული საქმე არ ემყარება მტკიცებულებებს
"ლელო — ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი, ბადრი ჯაფარიძე 2 სექტემბერს სინდისის პატიმრებისთვის, მათ შორის, ორი თანაპარტიელისთვის — ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილისთვის, გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, გამოტანილი განაჩენი ცხადყოფს, რომ ეს საქმე არ ემყარება მტკიცებულებებს და აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
"ჩვენი თანამებრძოლების, ვეფხიას და ვასილის მიმართ გამოტანილმა დღევანდელმა უსამართლო განაჩენმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სამართლებრივი ინსტიტუტები, რომლებიც ამ ქვეყანაში კანონიერებასა და სამართლიანობას უნდა იცავდნენ, თავად იქცნენ პოლიტიკური დაკვეთების შესრულების ინსტრუმენტებად.
სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ცხადყოფს, რომ აღნიშნული საქმე არ ემყარება არც მტკიცებულებებს, არც სამართლის პრინციპებს და აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
მინდა, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. გახსოვდეთ, თქვენი სიმტკიცე და მორალური უპირატესობა აუცილებლად გახდება საფუძველი დიდი საზოგადოებრივი ცვლილებებისა.
ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, ადამიანური ღირსებისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის. ეს ბრძოლა არის ქვეყნისთვის, სადაც სასამართლო ემსახურება არა ხელისუფალს, არამედ სამართლის უზენაესობას.
საქართველო აუცილებლად იქნება დემოკრატიული სახელმწიფო!
ბადრი ჯაფარიძე
საკანი 214", — წერს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ზვიად ცეცხლაძეს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ის მუხლის გადაკვალიფიცირების შემდეგ დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის 226-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას.
ამავე მუხლით გადაუკვალიფირდათ დანაშაული ვეფხია კასრაძეს და ვასილ კარძელაშვილს და მათაც 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.
ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, გიორგი გორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და ირაკლი მიმინოშვილს 2-2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები