ირაკლი კობახიძის თქმით, "ოცნება" EU-ს რეკომენდაციების შეასრულებს, თუ EU მათ გონივრულობას დაასაბუთებს
ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების შესახებ კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მზად არიან შეასრულონ აბსოლუტურად ყველა "გონივრული მოთხოვნა". მისივე თქმით, ევროკავშირი ვერ ასაბუთებს რატომ არის "გამჭვირვალობის კანონისა" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების" შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნები გონივრული.
"ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ აბსოლუტურად უკლებლივ ყველა გონივრული მოთხოვნა უნდა დაგვისაბუთონ, რომ მოთხოვნები არის გონივრული და ყველას შევასრულებთ. იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც იყო გონივრული და თავიდან ბოლომდე შევასრულეთ. იყო არაგონივრული მოთხოვნები, ვერ დაგვისაბუთეს რატომ ითხოვდნენ ამ ყველაფერს, მათ შორის იგივე ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით კანონის შესახებ რა მოთხოვნებიც ჰქონდათ, იგივე "გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით რა მოთხოვნებიც ჰქონდათ. ვერ ასაბუთებენ, რატომ არის გაუმჭვირვალობა კარგი. ვერაფრით ვერ ასაბუთებენ, ან რატომ არის კარგი ის, რომ ერთსქესიანმა წყვილმა აიყვანოს შვილად არასრულწლოვანი.დაასაბუთონ, ამასაც შევასრულებთ. ისინი ითხოვენ იმ კანონის გაუქმებას, სადაც წერია, რომ არ შეიძლება მაგალითად ერთნაირსქესიანმა წყვილმა აიყვანოს არასრულწლოვანი ბავშვი — რატომ ითხოვენ ამის გაუქმებას — დაგვისაბუთონ, დაასაბუთებენ — გვექნება რეაქცია. ყველაფერი საჭიროებს პრევენციას, უმძიმესი ტენდენციებია ევროპულ ქვეყნებში და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შესაბამისმა ძალებმა საბერძნეთშიც მოახერხეს.
ეს არის ძალიან მძიმე ტენდენციები და ჩვენ პრევენციულად უნდა ვიმოქმედოთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ეს არის სერიოზული პრობლემა. სტატისტიკაზე აისახება ეს ყველაფერი, სხვადასხვა ქვეყანაში მდგომარეობაზე აისახება ეს ყველაფერი. ჩვენ პრევენციულად უნდა დავუპირისპირდეთ ასეთ მოვლენებს და ასეთ სამომავლო მოთხოვნებს. სწორედ ამას ემსახურებოდა ეს კანონი. იგივე ეხებოდა "გამჭვირვალობის შესახებ" კანონს. ვერავინ ამ ქვეყანაზე ვერ დაასაბუთებს იმას, რომ გაუმჭვირვალობა სჯობს გამჭვირვალობას. უბრალოდ შეუძლებელია ამის დასაბუთება, დაასაბუთონ, კი ბატონო, მაგრამ დღემდე ვერავინ მოახერხა ამის დასაბუთება", — თქვა კობახიძემ
ოცნების პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მათ არაფერზე ესაუბრება და საბჭოური მეთოდებით ცდილობს მათთვის "ხელების გადაგრეხას".
"პრინციპულად არის ორი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია — ეს არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების თემა და ეს არის გამჭვირვალობის თემა. ყველაფერი დანარჩენი არის ნაკლებად პრინციპული საკითხები ჩვენთვის, შესაბამისად, მზად ვართ ყველანაირი მსჯელობისთვის. რაც შეეხება ამ ორ კანონს, აქაც ვამბობთ, რომ დაგვისაბუთონ, რა და რატომ არ მოსწონთ, მაგრამ არაფერზე გვესაუბრებიან, საბჭოური მეთოდებით უნდათ, რომ ხელები გადაგვიგრიხონ და გვაიძულონ, რაც აბსოლუტურად არასწორია. გვესაუბრონ ყველაფერზე, დაგვისაბუთონ, დაგვაჯერონ, მაგრამ როცა არც გესაუბრებიან და ცდილობენ, ხელი გადაგიგრიხონ, ეს არ არის ევროპული მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომა", — განაცხადა კობახიძემ
ცნობისთვის, ევროკომისიამ ქართული ოცნების გაგზავნილი ანგარიშის შეფასება 1-ელ სექტემბერს დაიწყო — ამის შესახებ ევროსკოპი გვატყობინებს. მარკუს ლამერტმა არ გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, რა წერია ოცნების გაგზავნილ ანგარიშში.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები