"ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, სახელმწიფომ სასწრაფო დახმარების 120 მანქანა 29 მლნ-ად შეიძინა და მათი გამოყენება არ ხდება
კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერები გრიგოლ გეგელია და ვატო სურგულაძე ამბობენ, რომ სახელმწიფომ სასწრაფო დახმარების 120-ზე მეტი მანქანა იყიდა, რომელიც ორი წელია გამოუყენებელია. ამის შესახებ მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
გრიგოლ გეგელიას თქმით, სახელმწიფომ აღნიშნული მანქანების შესაძენად 29 მილიონი ლარი გაფლანგა. მისივე თქმით, მანქანები სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და მათი გამოყენება ამიტომ ვერ ხერხდება.
"ორი წელია, რაც სახელმწიფომ თქვენი ჯიბიდან 29 მილიონი გადაიხადა ამ მანქანების ყიდვაში, რომელიც აქ უქმად დგას და ჟანგდება. ის "ქოცურმა" უნიჭობამ და არაკომპეტენტურობამ ვერ გადააკეთა ადეკვატურად და ვერ ჩააყენა თქვენი და თქვენი ოჯახების ჯანდაცვის სამსახურში. 120-ზე მეტი მანქანა იყიდეს, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი დგას აქ და ჟანგდება, ეს არის "ქოცური" არაკომპეტენტურობის, უნიჭობის, ტოტალური კორუფციული ჭაობის გამოხატულება, რაშიც წლების განმავლობაში ჩაგვძირეს და რომლის შედეგადაც თქვენი ჯიბიდან, თქვენი შვილების ჯიბიდან, ჩვენი ხანდაზმული საზოგადოების ჯიბიდან მილიონები არამიზნობრივად იფლანგება და მილიონები ხმარდება "ქოცური" იდიოტიზმის დაფინანსებას. ბატონი კუტიბაშვილი, რომელიც ამ შესყიდვის უფლებამოსილი პირი იყო, ძალიან მალევე გადაიყვანეს ქალაქის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელად, კიდევ ერთ მორიგ, თბილ პოზიციაზე, მისთვის არავის მოუთხოვია პასუხი ამ არამიზნობრივ ხარჯთან დაკავშირებით. არანაირი გამოძიება, არანაირი საქმე არ არის, თუ სად წავიდა 29 მილიონი თქვენი ჯიბიდან, რატომ არ ემსახურება ათობით მანქანა თქვენი ჯანმრთელობის გადარჩენას, თქვენს უკეთ ყოფნას.
"ქოცური" კორუფცია უნდა დასრულდეს, რადგან ეს ანტიქართული, ანტიადამიანური, ანტისოციალური ფენომენია, რომელიც თქვენი, თქვენი ოჯახების, ჩვენი ჯანდაცვის ხარჯზე ხდება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ დაუყოვნებლივ, აქ და ახლა ჩვენი ქართული სახელმწიფო, ეს ქალაქი, ყველა დიდი ქალაქი და დავუბრუნოთ საღი აზრი, გამჭვირვალობა, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა ჩვენს ქალაქებს და ჩვენს ქართულ სახელმწიფოს," — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ძლიერი საქართველოს კიდევ ერთი ლიდერის, ვატო სურგულაძის განცხადებით, საქართველოში სასწრაფო დახმარების მანქანებით უზრუნველყოფა რეალური პრობლემაა.
"რატომ დგას ეს მანქანები აქ? იმიტომ რომ მოხდა ისეთი შესყიდვა, რომ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, როგორც აღმოჩნდა, ეს მანქანები კონდიციური არ არის და გადაკეთება სჭირდება. დაიწყეს გადაკეთება და შემდეგ მიხვდნენ, რომ საკმაოდ ხარჯიანი მანქანებია და საკმაოდ დიდი რაოდენობის საწვავსაც მოიხმარს. ასევე შესაბამისობაში არ მოდის თბილისთან და საერთოდ, საქართველოს სიტუაციისთვის. ხდება ის, რომ სისტემას მართავენ არაპროფესიონალები. სასწრაფო არ არის მხოლოდ მანქანა, ტელეფონი და ექიმი, ეს საკმაოდ რთული სისტემაა და ამას ცოდნა სჭირდება. როდესაც სასწრაფოს მართავენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან საკითხში, როდესაც ნარკოლოგიას მართავს გინეკოლოგი და არა ფსიქიატრი-ნარკოლოგი, ეს არის საქართველოს პრობლემა. შეხედეთ, გვჭირდება სასწრაფოები, მანქანები ნაყიდია, მაგრამ მათი გამოყენება უკვე ორი წელია არ ხდება," — განაცხადა ვატო სურგულაძემ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები