ჯეიმს მაკლირის თქმით, ევროსაბჭოში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი "სრულიად ჯანსაღი მოთხოვნაა"
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაკლირიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მხარდაჭერის მიზეზებზე TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ქართული ოცნება არ მიჰყვება ევროსაბჭოს სტანდარტებს და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტა სრულიად ჯანსაღი მოთხოვნაა.
"წინა განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ ოცნებას ავალდებულებდა გაეუმჯობესებინა მდგომარეობა დემოკრატიის პრინციპების დაცვით, რისთვისაც გარკვეული დროც ჰქონდა მიცემული, დავინახეთ, რომ ქართული ოცნების პარტიისგან აშკარა ნიშნები მოთხოვნების შესრულებისა ვერ ჩანდა. პირიქით, ვნახეთ უფრო შემაშფოთებელი მოქმედებები, რამაც მდგომარეობა გააუარესა. მათ შორისს, ოპოზიციის ლიდერების დაკავება. ეს არის ესკალაციის შემდეგი დონე, შენ არ შეასრულე რაც გთხოვეს და არ მიჰყვები ევროსაბჭოს სტანდარტებს, რომლის შესრულებაც წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულოა. აქედან გამომდინარე, სრულიად ჯანსაღი მოთხოვნაა, რომ არ ცნონ ქართული ოცნების უფლებამოსილება, რათა ოცნების დელეგაციამ დასწრება ვეღარ შეძლოს. საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი მსგავსი პროცესების შემდეგ და უკრაინაში მათი ქმედებებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული საკითხია. უფრო ფართო ჭრილში, ეს აჩვენებს, რამდენი ევროპული ქვეყანაა შეშფოთებული საქართველოში განვითარებული პროცესებით.
ამიტომაც, წამოვჭერით საკითხი თემთა პალატაში სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით, კონკრეტულად ბიძინა ივანაშვილის და მასთან ასოცირებული პირების სანქცირებასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანი რეგრესი შეინიშნება იმ დემოკრატიული პრინციპებისადმი დამოკიდებულებაში, რომელთა დაცვასაც ველით საქართველოში. ამიტომ, რასაც ევროსაბჭოში ხედავთ არის უკმაყოფილების გამოხატვა იმისა, როგორც მოქმედებს მთავრობა. მათი ბოლოდროინდელი ქმედებები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო. ჩვენ ვნახეთ ადამიანების ცემა ქუჩებში, თვითნებური დაკავებები, განაჩენი სათანადო იურიდიული პროცესების გარეშე გამოჰქონდათ, რაც აბსოლუტურად შოკისმომგვრელია, ამიტომ ძალიან მკაფიო მესიჯი უნდა გაეგზავნოს საქართველოს მთავრობას, რომ ეს მიუღებელია", — აცხადებს მაკლირი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 19 აგვისტოს "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 51-მა დეპუტატმა (24 სხვადასხვა ქვეყნიდან, გაწევრიანებულები 4 სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში) წერილობითი დეკლარაცია გაავრცელა — "ავტოკრატიული უკუსვლა საქართველოში". ისინი მინისტრთა კომიტეტს მიმართავენ, რომ საქართველოს ევროსაბჭოდან გასაძევებლად, "თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს".
ასამბლეის წინა რეზოლუციაში, რომელიც 29 იანვრით თარიღდება, ევროპარლამენტარები ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, დაენიშნათ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინათ.
რეზოლუციის მიღებიდან მალევე, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოცნების გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
- "ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული, სრულ აბსურდშია ევროპული ბიუროკრატია" — კობახიძე PACE-ის დეპუტატების განცხადებაზე
- PACE-ის 51 დეპუტატი: თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, მოვუწოდებთ PACE-ს დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები