ლავროვის თქმით, საომარი მოქმედებების დასრულებისთვის უნდა განიხილონ უარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იორდანიის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ემიგრანტების მინისტრ აიმან ალ-საფადისთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებისა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უნდა განიხილონ უარი უკრაინის NATO-სა და სხვა სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე და უკრაინის ნეიტრალურ და არაბირთვულ სახელმწიფოდ აღიარება.
მისი თქმით, რუსეთი მიიჩნევს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხში აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ 2022 წელს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეულ მოვლენებზე.
"აქ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი, რომელიც, სხვათა შორის, თავად უკრაინული მხარის ინიციატივას ეხება, როგორც ეს იყო სტამბოლში 2022 წლის აპრილში, როდესაც უკრაინულმა მომლაპარაკებელმა ჯგუფმა შესთავაზა შეთანხმების ძირითადი პრინციპები საომარი მოქმედებების დასრულებისა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ. ამ პრინციპებს შორის იყო უარი უკრაინის NATO-ში ან სხვა სამხედრო ბლოკებში გაწევრიანებაზე, უკრაინის ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსის დადასტურება", — დაასკვნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ 2022 წლის აპრილში სტამბოლში უკრაინულმა მხარემ შესთავაზა უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება, რომლის მონაწილეებიც გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი იქნებოდა, "ანუ რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პლუს ცალკეული ქვეყნები — ნახსენები იყო გერმანია, თურქეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ უსაფრთხოების გარანტების ამ ჯგუფში გაწევრიანებით".
მისივე თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების საკითხების რუსეთის გარეშე განხილვა არაფრის მომცემია.
"ჩვენ ვერ დავეთანხმებით იმას, რომ ახლა შემოთავაზებულია უსაფრთხოების საკითხების, კოლექტიური უსაფრთხოების რუსეთის ფედერაციის გარეშე გადაწყვეტა. ეს არ იმუშავებს. ჩვენ უკვე არაერთხელ ავხსენით, რომ რუსეთი არ გააზვიადებს თავის ინტერესებს, მაგრამ ჩვენ მტკიცედ და მკაცრად დავიცავთ ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებს. და დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთს, პირველ რიგში შეერთებულ შტატებს, კარგად ესმის, რომ უსაფრთხოების საკითხების სერიოზულად განხილვა რუსეთის ფედერაციის გარეშე უტოპიაა, არსად მიმავალი გზაა", — თქვა ლავროვმა.
- ზელენსკი მოსკოვში არ ჩავა — სად შეხვდებიან ერთმანეთს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები და რას სთავაზობენ მათ პარტნიორები
- ლავროვი: რუსეთის უსაფრთხოებისა და უკრაინაში რუსების სრული უფლებების პატივისცემის გარეშე, არ შეიძლება საუბარი რაიმე გრძელვადიან შეთანხმებებზე
- NRP: სახდეპის თანამშრომელს ტრამპისა და პუტინის შეხვედრის გეგმა სასტუმროს პრინტერში დარჩა — ტრამპი საზეიმო სადილს და პუტინისთვის არწივის ქანდაკების ჩუქებას გეგმავდა
- ტრამპმა და პუტინმა სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს — პუტინმა ტრამპი მოსკოვში დაპატიჟა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები