დიმიტრი პოლიანსკი: [საქართველო-რუსეთის] ურთიერთობები ადასტურებს ჩვენი ორივე ქვეყნის აბსოლუტურად მკაფიო სურვილს, აღადგინონ ორმხრივი კავშირები და ნორმალიზდეს ურთიერთობები
2025 წლის 18 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.
შეხვედრის შემდეგ, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივი სურვილი გამოაცხადა. მან შეაქო საქართველოს მთავრობა "სიბრძნისთვის" და განაცხადა, რომ ევროპა დაინტერესებულია საქართველოში უკრაინის მსგავსი სცენარის განვითარებით.
პოლიანსკის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირები ადასტურებს, რომ ორივე ქვეყანას მკაფიო სურვილი აქვს, აღადგინონ ორმხრივი კავშირები და ნორმალიზდეს ურთიერთობები”.
"რუსეთის სავაჭრო ბრუნვა საქართველოსთან 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩვენ ვართ საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. გარდა ამისა, გასულ წელს საქართველოს 1.5 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია. ეს ადასტურებს ჩვენი ორივე ქვეყნის აბსოლუტურად მკაფიო სურვილს, აღადგინონ ორმხრივი კავშირები და ნორმალიზდნენ ურთიერთობები. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც არ არის დაინტერესებული მოვლენების ასეთი განვითარებით. ისინი თვლიან, რომ წარმატებას მიაღწიეს უკრაინასთან. თუმცა, საქართველოს ხელმძღვანელობამ საკმარისი სიბრძნე გამოიჩინა, რომ უარი ეთქვა ასეთ კატასტროფულ სცენარზე, რაც ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ აწუხებთ. ისინი ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რათა ჩვენი ქვეყანა იმავე ტრაგედიაში ჩაითრიონ, რომელშიც უკვე ჩათრიეს უკრაინა", — განაცხადა მან 19 აგვისტოს პრესკონფერენციაზე (კომენტარს ეხო კავკაზა ავრცელებს).
შეხვედრის შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრმა, მათ შორის დანიამ, საფრანგეთმა, საბერძნეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და სლოვენიამ, ასევე ახალმა წევრმა ლატვიამ, პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სლოვენიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გაეროში, ონდინა ბლოკარ დრობიჩმა, ერთობლივი განცხადება წაიკითხა.
პირველად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი არ მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის ქმედებებს გმობს. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხელს აწერენ მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და დიდი ბრიტანეთი.
ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებაში აღინიშნა, რომ "17 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შემდგომი უკანონო სამხედრო ყოფნიდან. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ აჩვენა რუსეთის უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი მეზობლების მიმართ. რუსეთი აგრძელებს ამ გზას უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით.
განცხადებაში მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაგმობილია გაერო-ს ქარტიის დარღვევით საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგრძობადი უკანონო სამხედრო ყოფნა, ასევე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება და ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.
დოკუმენტში ღრმა შეშფოთებით აღნიშნულია ის ფაქტი, რომ რუსეთმა არ შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაეყვანა თავისი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზებზე და უზრუნველეყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, როგორიცაა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, შეუფერხებელი დაშვება. განცხადების თანახმად, ქვეყნები რჩებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ერთგულნი", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
კომენტარები