"შეიძლება მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან ან არ გაიპარა" — მამუკა მდინარაძე რუსული FSB-ს ბრალდებაზე
ფოტო: გვანცა სეთურიძე/On.ge
ოცნების ლიდერ მამუკა მდინარაძეს დღეს გამართულ ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს რუსული FSB-ს ბრალდებაზე იმის შესახებ, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ყირიმის ხიდზე ტერაქტს გეგმავდნენ, 130 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება კი რუსეთში საქართველოს გავლის ავტომობილით შევიდა.
მდინარაძემ განაცხადა, რომ "შეიძლება მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან ან არ გაიპარა, ამას დადგენა სჭირდება".
"არაფერს გამოვრიცხავ. ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს, მათ შორის, რუსეთის - ჩვენი ქვეყნის 20%-მდე ტერიტორიის ოკუპირების ავტორი ქვეყნის სპეცსამსახურებს თავისი ინტერესები აქვთ და მის გაშიფვრას მე ვერ დავიწყებ. შეიძლება, ასეც იყოს ან არ იყოს. ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი და ანალოგიური შემთხვევა ადრეც იყო. რამდენად დადასტურდება ან არ დადასტურდება, მეორე საკითხია. ყველა ქვეყანას, ოკუპანტს თუ არაოკუპანტს, მეგობარს თუ მეგობრად წოდებულს აქვს თავისი ინტერესები და ყველა ქვეყნის მსგავსი და მისი სპეცსამსახურის განცხადება უნდა განვიხილოთ მისი ინტერესებიდან გამომდინარე და იმ სიცრუეში არ უნდა შევიდეთ, შარშან რომ ამბობდით, რომ აი, „მეგობარი გეუბნებათ ამას". მეგობრობა არსებობს ადამიანებში და იქაც, სამწუხაროდ, ინტერესები მეგობრობის ხარისხზე გავლენას ახდენს ხოლმე.
რაც შეეხება ნებისმიერ განცხადებას — ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ და ვირწმუნოთ, რომ ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს და მოქმედებს და შენზე, შენს ქვეყანაზე არავინ ფიქრობს. ჩვენ ჩვენს თავს უნდა მივხედოთ. ამას უნდა მივხვდეთ".
...შეიძლება მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან ან არ გაიპარა, არავინ იცის ეს — ამას დადგენა სჭირდება. სამართალდამცავებიც ამასთან დაკავშირებით ჯერ მოახდენენ რეაგირებას და შემდეგ განცხადებას გააკეთებენ", — მამუკა მდინარაძე რუსული FSB-ს ბრალდებაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ყირიმის ხიდზე ტერაქტს გეგმავდნენ, 130 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება კი რუსეთში საქართველოს გავლის ავტომობილით შევიდა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები