ელენე ხოშტარია

პარტია "დროა"

17 Aug. 2025, 12:48

"პირველ აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავს დაესხა ცივი იარაღით (დანით) შეიარაღებული ივანიშვილის რეჟიმის დაქირავებული პროვოკატორი ბექა გოცირიძე. ის გინებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა პროტესტის მონაწილეებს. თავდასხმის დროს, გოცირიძეს დაუვარდა დანა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პოლიციას გადასცეს, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი.

მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა გოცირიძემ განახორციელა, რეჟიმის პოლიციამ აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომლებმაც თავდასხმა მოიგერიეს.

ცხადია, რომ რეჟიმის დაგეგმილი პროვოკაციის მიზანი სწორედ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ რეჟიმის ტყვეებს, თორნიკეს და მინდიას.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!

ბოლომდე!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…