რა მოთხოვნები წაუყენა პუტინმა ტრამპს ომის დასრულების სანაცვლოდ?
ფოტო: CNN
მოსკოვს დონბასის რეგიონზე — დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ ოლქებზე სრული კონტროლის დამყარება უნდა ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში ფრონტის ხაზის გაყინვის სანაცვლოდ — რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს პოზიცია თეთრი სახლის ხელმძღვანელ დონალდ ტრამპთან 15 აგვისტოს, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში შეხვედრის დროს გამოთქვა. ამის შესახებ Financial Times (FT)-მა სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს, რომ პუტინმა მოითხოვა, რომ უკრაინამ დონბასის რეგიონის მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ნაწილიდან თავისი ძალები გაიყვანოს, როგორც ომის დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ორი წყაროს ცნობით, მოსკოვი აცხადებს, რომ შეთანხმების შემთხვევაში, ის არ დაიწყებს თავდასხმებს ახალი ტერიტორიების დასაკავებლად.
როგორც აღინიშნა, რუსეთის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებენ, ხოლო უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები კიევის სამხედრო ოპერაციებისა და აღმოსავლეთ ფრონტზე თავდაცვისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი იტყობინება, რომ პუტინმა ასევე დაჟინებით მოითხოვა უკრაინული ჯარების გაყვანა ლუგანსკის რეგიონიდან. ის ძირითადად პრორუსული ძალების კონტროლის ქვეშაა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლოა ტერიტორიული საკითხები დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში 18 აგვისტოს განიხილოს. FT-ის განმარტებით, ის ასევე მზად იქნება, რომ ეს საკითხები განიხილოს ტრამპსა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრის შემთხვევაში.
დღის წესრიგში აღარ არის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ამასობაში, როგორც The New York Times აღნიშნავს, ტრამპი, როგორც ჩანს, უკრაინელ და ევროპაში მთავარ მოკავშირეებს გაემიჯნა და მხარი დაუჭირა პუტინის სურვილს, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაცვლად ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადების შესახებ. გამოცემის ცნობით, ეს რუსეთს უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებში და ეწინააღმდეგება იმ სტრატეგიას, რომელზეც ტრამპი და ევროპელი მოკავშირეები, ასევე ზელენსკი, ალასკაში სამიტამდე შეთანხმდნენ. როგორც Axios-მა განმარტა, კიევს არ ესმის, რატომ თქვა უარი ტრამპმა მოულოდნელად დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნაზე.
Axios-ის ცნობით, უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმა ანკორიჯის სამიტის შემდეგ განცხადებებში არ გაუმეორებიათ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის აუცილებლობის შესახებ, რაც ადრე მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ჟურნალისტებმა დასძინეს, რომ ეს მიდგომა შეიძლება ტრამპთან კონფლიქტის თავიდან აცილების გამოხატულებაა.
"თუ ეს წარმატებას მიაღწევს, ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ზავი, რომელიც შეიძლება კვირების განმავლობაში გაგრძელდეს პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევაში შემდგომი პროგრესის გარეშე", — განაცხადა მერცმა ZDF-თან ინტერვიუში.
NATO-ს მე-5 მუხლის მსგავი უსაფრთხოების გარანტიები
ამას გარდა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ 16 აგვისტოს აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა "კიდევ ერთხელ გააჟღერა იტალიის იდეა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც შთაგონებულია ნატოს მე-5 მუხლით".
"წინადადების საწყისი წერტილია კოლექტიური უსაფრთხოების დებულების განსაზღვრა, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს ისარგებლოს ყველა მისი პარტნიორის მხარდაჭერით, მათ შორის შეერთებული შტატების, რომლებიც მზად არიან იმოქმედონ ახალი თავდასხმის შემთხვევაში", — დააკონკრეტა იტალიის პრემიერმინისტრმა.
"მთავარ საკითხად რჩება უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, რომლებიც ხელს შეუშლის რუსეთის ახალ შემოჭრას და სწორედ ამ ასპექტში დაფიქსირდა ყველაზე საინტერესო სიახლეები ანკორიჯში გამართულ შეხვედრაზე. მხოლოდ ამ მხრივ ძლიერი და საიმედო გარანტიები შეძლებს ახალი ომებისა და აგრესიის აქტების თავიდან აცილებას", — დასძინა მელონიმ.
AFP-ის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ წინადადება "სავარაუდოდ შეთანხმებული იყო პუტინთან, მაგრამ არავინ იცის დეტალურად, როგორ იმუშავებს ეს და რატომ დათანხმდა პუტინი ამას, თუ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს. და, როგორც ჩანს, ასევე ეწინააღმდეგება უკრაინის სუვერენიტეტის ნებისმიერი ეფექტური გარანტიას", — დასძინა AFP-ის კიდევ ერთმა წყარომ.
ვაშინგტონში ზელენსკისთან შესახვედრად ევროპელი ლიდერებიც მიიწვიეს
ცნობილი გახდა, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებებზე მიიწვიეს, რომელიც 18 აგვისტოს ვაშინგტონში გაიმართება. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. მათივე თქმით, ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის, თუ რომელი პოლიტიკოსები მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრაში.
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი პირისპირ შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში გაიმართა. ორივე მხარემ საუბარი კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა, თუმცა მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინაში ომის დასრულების ან შეჩერების შესახებ.
- ევროპელი ლიდერები ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ საერთოდ განცხადებას ავრცელებენ — დეტალები
- დონალდ ტრამპი: ზელენსკი ორშაბათს შუადღისას ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში ჩამოვა. თუ ყველაფერი კარგად წავა, შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას დავგეგმავთ
- ტრამპმა და პუტინმა სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს — პუტინმა ტრამპი მოსკოვში დაპატიჟა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
კომენტარები