სამოქალაქო საზოგადოების 34 წარმომადგენელი სოლიდარობას უცხადებს ორგანიზაციებს, რომელთაც FARA-ს კანონის დარღვევაში სდებენ ბრალს
სამოქალაქო საზოგადოების 34 წარმომადგენელი სოლიდარობას უცხადებს ორგანიზაციებს, რომელთაც "უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის დარღვევაში სდებენ ბრალს. განცხადებაში ნათქვამია, რომ "დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა არა მხოლოდ თქვენს ორგანიზაციებზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს".
"პირველ რიგში, ვაფიქსირებთ პატივისცემას პრინციპული პოზიციისადმი, არ მიიღოთ "უცხო ინტერესების გამტარებლის" ყალბი და შეურაცხმყოფელი იარლიყები. თქვენ ხართ დამოუკიდებელი ქართული ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ საკუთარ წესდებების მიხედვით და ემსახურებით მხოლოდ ქართველ ხალხს. თქვენი მისია - ქალების, ბავშვების, მშრომელთა, შშმ პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა — დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა არა მხოლოდ თქვენს ორგანიზაციებზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს. ვიზიარებთ თქვენს პოზიციას, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და აშშ-ის "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი" (FARA)-ს თანახმად, თქვენი ორგანიზაციები არ ექვემდებარებიან მსგავს რეესტრში რეგისტრაციას. ვაფასებთ თქვენს სიმამაცეს და შეუპოვრობას, რომლითაც აგრძელებთ საქმიანობას უსამართლო თავდასხმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარის პირობებში. თქვენი შრომა აუცილებელია საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად.
თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა", — ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
"ევროპის ფონდი სამოქალაქო იდეა" — Europe Foundation;
"სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის" — Civic Movement for Freedom;
"ყვარლის ევროკლუბი" — EuroClub Kvareli;
"სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი";
"საქართველოს ევროპული ორბიტა" — Georgia's European Orbit;
"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" — Economic Policy Research Center — EPRC;
"სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი" — Civil Solidarity Fund;
"სასამართლოს გუშაგი" —GeorgianPrevention For Progress;
"პრევენცია პროგრესისთვის" — Prevention For Progress;
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" — (DRI);
"ევროპულ-ქართული ინსტიტუტი" — (EGI);
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია — Georgian Young Lawyers’ Associatio";
"მწვანე ალტერნატივა" — Green Alternative;
"უფლებები საქართველო" — Rights Georgia;
"ინფორმაციის თავისფლების განვითარების ინსტიტუტი" — IDFI;
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" — GDI;
"თბილისი პრაიდი";
"ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" — Tolerance and Diversity Institute (TDI);
"საქართველოს მომავლის აკადემია" — Georgia’s Future Academy;
"მედიაომბუდსმენი — Mediaombudsman;
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" — Georgian Charter of Journalistic Ethics;
"ბათუმელები" — Batumelebi.ge;
"ნეტგაზეთი" — netgazeti.ge;
"პროაქტივ ჯგუფი საქართველო";
"მედია კლუბი";
"სტუდია რე";
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" — HRC;
"საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია";
EECMD — "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის";
"კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი;
"წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი";
"სამოქალაქო იდეა" — Civic Idea;
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" — Women's Initiative Supporting Group.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები