"გორჩაკოვის ფონდი" საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უფასო სტაჟირების პროგრამებს სთავაზობს
"გორჩაკოვის ფონდი" საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უფასო სტაჟირების პროგრამებს სთავაზობს სამი მიმართულებით — საერთაშორისო ურთიერთობებში, ბირთვულ ტექნოლოგიებსა და მედიცინაში. ინფორმაციას შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ახალგაზრდა პროფესიონალებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება არჩეულ სფეროში და დაამყარონ პროფესიული კონტაქტები. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო დიალოგის განვითარებაში!", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტაჟირების პროგრამებს InteRussia ახორციელებს და მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.
შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მედიცინის მიმართულებით სტაჟირება მოსკოვში 12-26 ოქტომბერს ჩატარდება.
გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პროგრამა მოიცავს რუსეთის წამყვან ჯანდაცვის დაწესებულებებში, უახლესი მაღალტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, მკურნალობისა და დიაგნოსტიკური პროცესის ორგანიზების მონაწილეებისთვის გაცნობას.
ასევე მოსკოვში (20 ოქტომბერი-30 ნოემბერი) ჩატარდება InteRussia-ს სტაჟირების პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში.
"InteRussia-ს სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდა უცხოელ სპეციალისტებს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიისა და თეორიის, პოლიტოლოგიისა და უცხოური რეგიონული კვლევების სფეროებში აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ რუსეთის სამეცნიერო საზოგადოების ცხოვრებას, ეწვიონ სამთავრობო უწყებებს, მონაწილეობა მიიღონ ექსპერტთა სესიებში უნივერსიტეტებში, ანალიტიკურ ცენტრებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და გაცვალონ გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან", — ნათქვამია განცხადებაში.
17 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე, სანქტ-პეტერბურგსა და ობნინსკში იგეგმება InteRussia-ს სტაჟირების პროგრამა ბირთვულ ტექნოლოგიებში.
"InteRussia-ს სტაჟირების პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს "როსატომი", მიზნად ისახავს რუსეთის ბირთვული ტექნოლოგიების ძირითადი ტიპებისა და მათი გამოყენების სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორიცაა ენერგიის წარმოება, მედიცინა და სოფლის მეურნეობა, მონაწილეებისთვის გაცნობას.
ორგანიზატორები ფარავენ მონაწილეთა მგზავრობისა და განთავსების ყველა ხარჯს, ასევე გარანტიას იძლევიან სტიპენდიის გადახდას პროგრამაში მონაწილეობის მთელი პერიოდის განმავლობაში", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები