SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
ფოტო: Spribe
2025 წლის 1 აგვისტოს, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ, კომპანია SPRIBE-ის სასარგებლოდ დააკმაყოფლა მოთხოვნა წინასწარი უზრუნველყოფის შესახებ. გადაწყვეტილების მიხედვით, ქართულ კომპანია შპს ავიატორს ეკრძალება დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გაუშვას SPRIBE-ის მიერ შექმნილი, ჯილდოს მფლობელი აზარტული თამაშის — ავიატორის მსგავსი თამაში და აწარმოოს მასთან დაკავშირებული მარკეტინგული აქტივობები.
"მიხარია, რომ დიდი ბრიტანეთის პატივცემული სასამართლო მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას და დააკმაყოფილა წინასწარი უზრუნველყოფის მოთხოვნა, რომელიც უკრძალავს შპს ავიატორს, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გაუშვას აღნიშნული თამაშის ასლი და აწარმოოს მარკეტინგული აქტივობები. თამაში ავიატორი SPRIBE-მა 2018 წელს შექმნა და სწორედ ეს კომპანიაა მისი ერთადერთი მფლობელი, მსოფლიოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, ჩვენ გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, რათა SPRIBE-ის, ჩვენი პარტნიორებისა და მოთამაშეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული იმ პირებისგან, რომლებიც ეცდებიან, ჩვენი უფლებები დაარღვიონ,“ — აცხადებს SPRIBE-ს დამფუძნებელი, დავით ნატროშვილი.
დიდი ბრიტანეთის აზარტული თამაშების ლიცენზია კომპანია SPRIBE-მა 2020 წლის დეკემბერში მიიღო, თავისივე შექმნილი თამაშისთვის ავიატორი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბაზარზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქართულმა კომპანიამ, შპს ავიატორმა კი, ბოლო პერიოდში, მიიღო გადაწყვეტილება, ამ თამაშის მსგავსი ასლი ამავე ბაზარზე გაეშვა, იდენტური სახელითა და მსგავსი ბრენდინგით. მისი მარკეტინგული აქტივობებიც მიმართული იყო SPRIBE-ის მომხმარებლებისკენ. აღნიშნული ქმედებები არღვევს SPRIBE-ის საავტორო უფლებებს და შპს ავიატორი ცდილობს, არაკეთილსინდისიერად მიისაკუთროს ის რეპუტაცია, რომელიც SPRIBE-მა ავიატორის ბრენდის სახით შექმნა.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში, შპს ავიატორი სასამართლოს კონფლიქტურ და წინააღმდეგობრივ მტკიცებულებებს აწვდიდა. სასამართლო მოსმენის დროს კი, კომპანიის წარმომადგენლები ცდილობდნენ, თავი აერიდებინათ პასუხისმგებლობისთვის. სურდათ, შეცდომაში შეეყვანათ სასამართლო, ლიცენზირების სუბიექტების ქსელის შექმნის გზით. ასევე, უარყოფდნენ თავიანთ გეგმებს, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შესვლის შესახებ. შპს ავიატორის წარმომადგენლების ქცევა სასამართლომ შემდეგი სიტყვებით შეაფასა: ბავშვური და თავხედური.
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
კომენტარები