ელენე ხოშტარია

31 Jul. 2025, 11:37

"მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი წინასწარ გამოცხადებული რევოლუციის. განა იმიტომ, რომ ვინმეს ჭკუა აკლდა ან ვერ მოიფიქრა, იმიტომ, რომ რევოლუცია არის ბუნებრივი პროცესი, სადაც იდეისთვის მებრძოლი ხალხის ბრძოლა რაღაც მომენტში აღწევს კულმინაციას.
ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ ამ დროს იქნება რევოლუციაო არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან ქოცი და სუსი. ჩემი საქმე არაა რა მოტივაციით აფუჭებენ საქმეს, ჩემთვის მთავარია ხალხს არ მოვატყუოთ. ხალხს, რომელიც ციხეშია, ხალხს რომელიც ამდენი დღე დგას და არ ნებდება, ხალხს, ვინც საკუთარი თავის ხარჯზე იბრძვის.

ამასთანავე, 4 ოქტომბერი არის ბიძინას მოგონილი თარიღი, სიყალბე და ბიძინას თამაში. საერთოდ არ მაინტერესებს 4 ოქტომბერი, ყოველ დღე უნდა ვქნათ ისე, რომ სისტემა დაემხოს, 30 ივლისსაც, 31-საც და ყოველ დღე. ყველაფერი უნდა ჩავდოთ ბრძოლაში.
19 მა ივლისმა ანახა, რომ პროტესტი კონსოლიდირებულად მუშაობს. 2-ში ბათუშიც ვანახებთ და არ გავჩერდებით, სანამ სისტემა არ დასრულდება ამ შიდა და გარე ზეწოლით. თარიღს ვერ გეტყვით, უბრალოდ მატყუარა არ ვარ. მაგრამ გეტყვით, რომ სანამ ეს არ მოხდება არ გავჩერდებით.

წინააღმდეგობა დგას:

1. არ თანამშრომლობაზე;

2. დელეგიტიმაციაზე;

3. სოციალურ იზოლაციაზე;

4. საერთო სახალხო უწყვეტ და მშვიდობიან და მძლავრ პროტესტზე;

5. საერთაშორისო ზეწოლაზე.

და კიდე ვინმე თუ ფლობს ამ ჯადოსნურ ჯოხს, რომელიც ერთ კონკრეტულ დღეს რევოლუციას ახდენს 4 მდე რატომ ინახავთ?

არ შეიძლება ასე მოქცევა საკუთარ საზოგადოებასთან და არც საკუთარ სინდისთან.
დღეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ კარგად ჩამოაყალიბა ბრძოლის ხედვაც და შემართებაც, პასუხისმგებლობით და გააზრებით, პრინციპულობით. ამაზე დგას სანდრო პარტნიორობა."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
  2. მიხაილ შვიდკოი: სტურუას "ვეფხისტყაოსნის" ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე
  3. რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
  4. მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა
  5. დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან

გირჩევთ

ახლა კითხულობენ