მამუკა ხაზარაძე

30 Jul. 2025, 11:28

"ხელი ეწერება სამმხრივ მემორანდუმს აშშ-სომხეთ-აზერბაიჯანის "ზანგეზურის დერეფნის" გახსნასთან დაკავშირებით, სადაც აშშ-ს პატრონაჟით და უსაფრთხოების გარანტიით გაიხსნება მძლავრი სატრანსპორტო დამაკავშირებელი მაგისტრალი აზიასა და ევროპას შორის.

ანაკლიის პროექტის ჩაგდება სამშობლოს ღალატის ანატომიაა, რომელიც ქართულმა ოცნებამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ ჩაიდინა! დღეს ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, ქალაქ ანაკლიაში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილით!

საქართველომ რომ არ დაკარგოს ის უნიკალური შანსი, რაც ღმერთმა გვიბოძა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის სახით და არ გავხდეთ ჩიხი უახლოეს მომავალში, საჭიროა ამერიკული კომპანიების სასწრაფოდ დაბრუნება ანაკლიის პორტის მშენებლობაში და ოპერირებაში. ეს ქვეყანას მისცემს აშშ-ის ადმინისტრაციის სრულ მხარდაჭერას, ინვესტორებს, უსაფრთხოების ფორმატსა და რაც მთავარია ათობით ათას სამუშაო ადგილს.

ანაკლიის პორტის დასრულება შესაძლებელია წელიწადნახევარში და არა 2029 წელს, როგორც ამას ოცნება გვპირდება. ეს დრო ქვეყნის ინტერესების საპირისპიროდ მუშაობს.
პ.ს. ვიცი, რომ ამას "ოცნება" არ გააკეთებს, თუმცა ეს უნდა დამეწერა აუცილებლად..."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…