ირაკლი კუპრაძე: "გორბის" სიყალბის სერიოზული შეფასება და ანალიტიკა, ამ ფონზე კი ახალი დაპირისპირებების შექმნა მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებშია"
ფოტო: ირაკლი კუპრაძე FB
"ვინც "გორბიზე" სერიოზულ მსჯელობას იწყებს, თავადვე ექცევა იმ პროპაგანდის გავლენის ქვეშ და მსხვერპლად, რასაც "გორბი" და ივანიშვილი ისახავს მიზნად," — ამის შესახებ კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ოცნებას თბილისში მხოლოდ 24%-იანი მხარდაჭერა აქვს, რეგიონებში კი საშუალოდ 31%.
"ჭეშმარიტება რამდენიმე პუნქტად:
"გორბის" ყველა კვლევა იყო და არის ყალბი! ყოველთვის ასე იყო 13 წლის განმავლობაში და იგივე ხდება დღესაც.
"გორბი" პირველ რიგში აყალბებს ქართული ოცნების რეიტინგს, რომელიც მარცხისთვისაა განწირული. სინამდვილეში, თბილისში ოცნებას 24% აქვს, რეგიონებში კი საშუალოდ 31%. ოცნება წაგებული პარტიაა.
გამყალბებელი ორგანიზაციის შედეგებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება და დასკვნების გამოტანა კი მხოლოდ 2 მიზეზით შეიძლება მოხდეს:
1. პოლიტიკური და პარტიული სპეკულაცია, რაც სოციალურ ქსელში მრავლად ვნახე.
ან/და
2. ვინც "გორბიზე" სერიოზულ მსჯელობას იწყებს, თავადვე ექცევა იმ პროპაგანდის გავლენის ქვეშ და მსხვერპლად, რასაც "გორბი" და ივანიშვილი ისახავს მიზნად.
არცერთი ვერსია არ არის მომხიბვლელი.
იმედია, ამას სწორად გაიაზრებს ოპოზიციური საზოგადოება, რომ "გორბის" სიყალბის სერიოზული შეფასება და ანალიტიკა, ამ ფონზე კი ახალი დაპირისპირებების შექმნა მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებშია," — წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.
საზოგადოებრივი აზრის და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა "გორბიმ" ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც გუშინ, 28 ივლისს გამოქვეყნდა.
კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? — "გორბის"ცნობით, შედეგები ასე გადანაწილდა:
56,2% — ქართულ ოცნება;
10,7% — ლელო — ძლიერი საქართველო;
10% — გახარია საქართველოსთვის;
9,5% — კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა;
7,5% — ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
3,2% — გირჩი;
1,8% — საქართველოს პატრიოტთა ალიანსu;
1,1 % — სხვა პარტიები.
"გორბის" ინფორმაციით, საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის). ორგანიზაციის ცნობით, წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.
მათივე ცნობით, სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები