შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

23 Jul. 2025, 15:36

"მსოფლიო სავალუტო ფონდის (IMF) მორიგი შეფასება მართლაც გასაოცარია. შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს და არა სხვის კარნახს. ბრიუსელის ყველა მოთხოვნის შემსრულებელი მოლდოვის მწვავე ეკონომიკური სტაგნაცია და ბრიუსელის თავდასხმის ობიექტი საქართველოს ეკონომიკური სასწაული ამას თვალსაჩინოდ გვაჩვენებს.

მაგრამ ამ სიხარულზე მეტი, ალბათ, ის ბრაზია, როდესაც აცნობიერებ, რომ ორი ამდენის მიღწევას შევძლებდით, რომ არა გარედან საქართველოს დაზიანების მუდმივი მცდელობები; რომ არა დონორების ნაკვები სიძულვილი და ექსტრემიზმი; რომ არა ენჯეოების მიერ საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში ჩათრევის მცდელობები; რომ არა გარე ინტერესებით მოქმედი შინაურები და სხვის დროშას ჩამოკიდებული უსამშობლოები".

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი IMF-ის მიერ ოცნების ხელისუფლებასთან და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების შემდეგ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ მიმოხილვას ეხმაურება.

ცნობისათვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ "IMF-ი განსაკუთრებით ხაზს უსვამს ჩვენი ეკონომიკის მედეგობას და ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოს. მნიშვნელოვანია, რომ გააუმჯობესა ფონდმა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა და 7.2% არის განახლებული პროგნოზი და ამ თვალსაზრისით ფონდი ხედავს მაღალი ზრდის შენარჩუნების კარგ პერსპექტივებს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  3. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  4. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  5. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით

ბაზისბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.…