რუსეთმა მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო, რომელშიც 150-ზე მეტი გემი და 15 000-ზე მეტი სამხედრო პირი მონაწილეობს
ფოტო: Russian Defence Ministry/Handout via REUTERS
რუსეთმა ოთხშაბათს მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო, რომელშიც, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 150-ზე მეტი გემი და 15 000-ზე მეტი სამხედრო პირი მონაწილეობს. წვრთნები წყნარ და არქტიკის ოკეანეებში, ასევე ბალტიისა და კასპიის ზღვებში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
წვრთნებს, რომელსაც "ივლისის ქარიშხალი" ჰქვია, მიმდინარე წლის 23–27 ივლისის პერიოდში ჩაატარებენ. მისი მიზანი არასტანდარტული ოპერაციებისთვის ფლოტის მზადყოფნის გამოცდაა, გრძელდისტანციური იარაღისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების (მათ შორის უპილოტო სისტემების) გამოყენებაში.
"ზღვაში გემების ეკიპაჟები საბრძოლო ზონებში გადასვლას, წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ მოქმედებებს, დანიშნულ ადგილებში განლაგების დაცვას და ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაამუშავებენ," — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
წვრთნების დროს სამხედროები ჰაერიდან მომავალი იერიშების, უპილოტო ნავებისა და მტრის დრონების მოგერიებაში, ნავიგაციის უსაფრთხოებაში, მტრის ობიექტებსა და საზღვაო ჯგუფებზე შეტევაშიც ივარჯიშებენ.
წვრთნებში მონაწილეობას 120-ზე მეტი საფრენი აპარატი და 10 სახმელეთო სარაკეტო სისტემა მიიღებს.
Reuters-ის ცნობით, წვრთნებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი ალექსანდრ მოისეევი ხელმძღვანელობს.
გასაჯაროებული რეიტინგების მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მესამე ყველაზე ძლიერ საზღვაო ძალად ითვლება ჩინეთისა და აშშ-ის შემდეგ, თუმცა ფლოტმა უკრაინის ომში არაერთი მძიმე და სენსაციური დანაკარგი განიცადა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები