ირაკლი კობახიძე: [აშშ-ის საელჩოს] გზავნილი მოდიოდა იმ დანაყოფიდან, რომელიც "დიფ სთეითის" გავლენით მოქმედებს
"გამომდინარე ქალბატონი დანიგანის უშუალო კავშირებიდან, გვაქვს ეჭვი, რომ ეს გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან, სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს კვლავაც "დიფ სთეითის" გავლენით," — ამის შესახებ ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა და გამოეხმაურა 2025 წლის 28 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა".
კობახიძის თქმით, "გაუგებარია, რატომ თქვეს უარი ელჩმა და შესაბამისმა პირებმა, მაგალითად, პრემიერმინისტრისთვის ამ გზავნილის გადმოცემაზე", მაშინ როცა, მისი თქმით, ინფორმაცია ყველა შემთხვევაში მაინც მიაღწევდა ბიძინა ივანიშვილამდე
"რაც შეეხება ამერიკულ გზავნილს, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად, რა მისამართიდან მოდიოდა ეს გზავნილი, გამომდინარე ქალბატონი დანიგანის უშუალო კავშირებიდან, გვაქვს ეჭვი, რომ ეს გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან, სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს კვლავაც "დიფ სთეითის" გავლენით. ამას ამყარეს რა — ჩვენი პასუხი, ბიძინა ივანიშვილის პასუხი იყო საჯარო, მან განაცხადა, შემდეგი რამ: ბიძინა ივანიშვილი არის შანტაჟის ქვეშ, პირდაპირი ფინანსური ინსტრუმენტები გამოიყენება. არა მარტო ფინანსური, სანქციები, მანამდე იყო დე ფაქტო სანქციები, ფინანსების გაჩერება. ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს მოქმედებს შანტაჟის ქვეშ. რაც შეეხება ხელისუფლების ლიდერებს, პრემიერმინისტრს და სხვებს, ჩვენს შემთხვევაში ანალოგიური ტიპის შანტაჟი არ მოქმედებს. ჩვენ არ ვართ არც ფორმალური არც არაფორმალური სანქციების ქვეშ. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარი უნდა იყოს ბუნებრივია, რატომ თქვეს, ელჩმა და შესაბამისმა პირებმა უარი მაგალითად, პრემიერმინისტრისთვის ამ გზავნილის გადმოცემასა და გაზიარებაზე. რა თქმა უნდა ეს გზავნილი ყველა შემთხვევაში მიაღწევდა ბიძინა ივანიშვილამდე ხომ? ამის პრობლემა არ იყო," — განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, მიზანი იყო, რომ "სწორედ იმ ადამიანისთვის გაეზიარებინა არა აშშ-ის, არამედ ამ შემთხვევაში "დიფ სთეითს" გზავნილი, რომელიც სწორედ შანტაჟის ქვეშ იმყოფება".
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2025 წლის 28 მაისს გავრცელებული განცხადება:
"ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს," — აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე იხილეთ:
- აშშ-ს საელჩო: ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა
- ირაკლი ზარქუა: თუ ელჩს სურს, რაიმე პოზიცია გაუზიაროს, ან წერილი გადასცეს, ამისთვის არის შესაბამისი უწყებები, ნუ ართულებენ ურთიერთობებს.
- "პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია" — ივანიშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებას ეხმაურება
- ადამიანი, რომელიც დღემდე სანქციების ქვეშაა, როგორ ფიქრობთ, ამ მოცემულობაში შეიძლება [აშშ-ს ელჩს] შეხვდე და ელაპარაკო? — ირაკლი ზარქუა ივანიშვილზე
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები