ანდრეი სიბიგას თქმით, რუსეთი უკრაინელი მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად საჯაროდ სთავაზობენ მათ დეპორტირებული მოქალაქეების უკრაინის საზღვარზე გადმოყვანას.
"რუსეთი უკრაინელი მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს. ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს, აღნიშნული მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანოს.
ივნისის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის მოქალაქეთა, ძირითადად ყოფილი მსჯავრდადებულების, დეპორტაცია საქართველოს საზღვართან, მნიშვნელოვნად გაზარდა.
შედეგად, ათობით ადამიანი, რომელთაგან მრავალს არ გააჩნია სათანადო დოკუმენტაცია, ჩარჩენილია სატრანზიტო ზონაში.
უკრაინელი კონსულები აქტიურად მუშაობენ მათთვის დოკუმენტების გასაცემად და მათ მოლდოვის გავლით უკრაინაში გადასაყვანად.
43 მოქალაქე უკვე ევაკუირებულია, მათ შორის ყოფილი პოლიტიკური პატიმარი ანდრი კოლომიეცი. თუმცა, საქართველოს საზღვარზე კვლავ რჩებიან ადამიანები, რომელთაც მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოსა და მოლდოვის მხარეებთან, რათა ჩვენი მოქალაქეები უკრაინაში გადმოვიყვანოთ. თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი კიდევ უფრო არ გაზრდის დეპორტირებულთა რაოდენობას.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, საჯაროდ ვთავაზობთ რუსეთს, ამ კატეგორიის უკრაინელი მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადმოიყვანოს. ჩვენ მზად ვიქნებით, იქიდან გადავიბაროთ ისინი. არსებობს საზღვრის შესაბამისი მონაკვეთები, სადაც ეს შეიძლება განხორციელდეს.
ჩვენ ეს შეთავაზება ოფიციალური არხებით გადავეცით როგორც რუსეთს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს", — დაწერა ანდრეი სიბიგამ.
ცნობისთვის, 17 ივლისის მონაცემებით, რუსეთის მიერ დეპორტირებული თითქმის 60 უკრაინელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე იყო ჩარჩენილი. ისინი იძულებულნი არიან სარდაფში იცხოვრონ, რადგან უკან დაბრუნების ნებართვა არ აქვთ. ინფორმაცია ამის შესახებ BBC-მ გაავრცელა.
რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელები საქართველო-რუსეთის საზღვარზე არიან ჩარჩენილი
-
24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
გადახედვა
-
POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები