სომხური LPG სატვირთოების მძღოლები აცხადებენ, რომ ქართველები მათგან საზღვარზე გასაშვებად $1,500 ქრთამს ითხოვენ
ფოტო: RFE/RL
რადგან სომხური სატვირთოები, რომლებიც LPG-ს ატარებენ, რუსეთის მხრიდან საქართველოში კვლავ ვერ შედიან, თხევადი ნავთობის გაზის (LPG) ფასებმა 50%-ით მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უარყოფს სატვირთოების შეჩერებას, მძღოლები აცხადებენ, რომ მათგან 1,500 დოლარამდე ქრთამს ითხოვენ, რათა მათ საქართველოს გავლა შეძლონ.
მთელი კვირის განმავლობაში, LPG-ის ფასმა სომხურ ბენზინგასამართ სადგურებზე ლიტრზე ֏180-ს ($0.47) მიაღწია, რაც წინა ფასთან შედარებით(֏120 ($0.31) ლიტრზე) მკვეთრი ზრდაა.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა სამშაბათს საქართველოს საზღვარზე ქრთამის შესახებ ცნობებზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე მიღებულ ყველა კომენტარს სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტში გადააგზავნიდა.
"ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ ნამდვილად არსებობს ქრთამის ფაქტები, ეს უნდა გამოაშკარავდეს და ასევე ინფორმაცია ქართველ კოლეგებს მიეწოდოს", — დაწერა პაპოიანმა.
პაპოიანი, ამ მოვლენების დაწყებიდან, ფეისბუქის მეშვეობით პერიოდულად, თავის მიმდევრებს საქართველოს საზღვარზე შექმნილ სიტუაციაზე ინფორმაციას აწვდიდა.
ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა პაპოიანს სტატუსზე კომენტარში სთხოვა განმარტება გაეკეთებინა იმის შესახებ, რომ სატვირთოს მძღოლებს ქრთამის სახით $1,200 სთხოვენ.
რადიო თავისუფლება (RFE/RL) ანონიმურ წყაროს ციტირებს, რომლის თქმითაც, "სომხეთში შესვლის ნებართვისთვის", ქართული მხარე თითქოს თითოეულ სატვირთოზე $1,500-ს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლები იძულებულნი არიან სიცხეში გრძელ რიგში იდგნენ. გამოცემის ცნობით, LPG-ს იმპორტიორები ქრთამს აძლევენ სომხეთში მყოფ "შუამავალ პირს", რომელიც შემდეგ შესაბამის უწყებებს აკონტაქტებს და სატვირთოებს გზას უხსნის. წყაროს თანახმად, სხვა ქვეყნებიდან შემოსული სატვირთოები მსგავსი სირთულეების წინაშე არ დგანან.
იმპორტიორებმა ადრეც განაცხადეს, რომ არ იცოდნენ პრობლემის გამომწვევი მიზეზი, და რომ მათ მსგავსი დაბრკოლებები მხოლოდ ამინდის ან სხვა "ობიექტური" გარემოებების დროს ჰქონდათ.
სომხეთის ხელისუფლებას იმის შესახებ, თუ რატომ ეზღუდებათ სომხურ სატვირთოებს საქართველოს გავლით შესვლა, განცხადება არ გაუკთებია.
პაპოიანმა პარასკევს პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ხუთშაბათს სომხეთში 77 LPG სატვირთო შევიდა, ხოლო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში — 331 სატვირთო.
"ვფიქრობ, უკვე დროა კონკურენციის დაცვის კომისიამ გაარკვიოს თხევადი გაზის ბაზარზე ფასის ცვლილებების საკითხი", — დაასკვნა პაპოიანმა.
"სრული სიცრუე"
LPG-ის მიწოდების შეფერხების და სომხეთში ფასების მკვეთრი ზრდის შესახებ ერთკვირიანი გაშუქების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის საზღვარზე გაჩერებული სომხური სატვირთოების შესახებ ინფორმაცია უარყო და შეაფასა როგორც "კიდევ ერთი დეზინფორმაციული განცხადება, რომელიც საქართველოში მედიის ზოგიერთი წარმომადგენლისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან გაკეთდა."
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ოთხშაბათს გამოქვეყნებულ პოსტში ასევე უარყო სომხური ტვირთის, მათ შორის გაზის პროდუქციის "შეჩერება".
"ეს სრული სიცრუეა, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ინსტიტუტების დისკრედიტაციასა და საკითხის პოლიტიზებას ემსახურება", ნათქვამია განცხადებაში.
სამაგიეროდ, უწყებამ განმარტა, რომ:
"გაზრდილი სატვირთო ნაკადის პირობებში, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატვირთოებისთვის საბაჟო პროცედურები ხორციელდება სპეციალურ/აქტიურ რეჟიმში, რათა მათი შეუფერხებლად შესრულება მოხდეს".
ონლაინ გავრცელებულ ვიდეოებში ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე გრძელი რიგები ჩანს, სადაც მდგომი სატვირთოები სავარაუდოდ LPG-ს ეზიდებიან. ერთ-ერთ ვიდეოში მძღოლები ტანკერებს წყლის ჭავლის საშუალებით აგრილებენ სიცხეში, რათა გაზის გაჟონვის ან აფეთქების საფრთხე აირიდონ.
ამ ვიდეოებზე კომენტარისას საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი არ ასახავენ "ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რეალურ მდგომარეობას", სადაც "მხოლოდ მცირე დროით იყო შეფერხება სატვირთოებისთვის, რომელიც სრულად აღმოიფხვრა".
საქართველოს მხრიდან სომხეთისთვის გაზის მიწოდების შეფერხება იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ორ ქვეყანას შორის დავა გაჩნდა, რის შედეგადაც საქართველომ სატვირთოები, რომლებიც სომხურ ბრენდის კონიაკს ეზიდებოდნენ რუსეთისკენ არ გაატარა.
აპრილის ბოლოდან სომხური ტვირთი საქართველოში შემოწმებას ექვემდებარებოდა, რამაც ფაქტობრივად სომხური კონიაკის ტრანზიტი შეაჩერა. ივლისის დასაწყისისათვის გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად ორ მხარეს შორის გამართული შეხვედრებისა, კონიაკის სატვირთოებთან დაკავშირებული საკითხები კვლავ მოუგვარებელი იყო.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები