კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის დაკავებულ გელა უძილაურს ბრალი შეკვეთით მკვლელობაზე გადაუკვალიფიცირდა
ტვ პირველის ინფორმაციით, პროკურატურამ კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის დაკავებულ გელა უძილაურს ბრალი განზრახ მკვლელობიდან შეკვეთით მკვლელობაზე გადააკვალიფიცირა.
მკვლელობა 14 მარტს გვიან ღამით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. მას შემდეგ, რაც ლევან ჯანგველაძე ახლობლის გასვენებიდან ბრუნდებოდა, გზის გადაკვეთისას გელა უძილაურმა მას ცეცხლი გაუხსნა. ბრმა გასროლილი ტყვიისგან გამვლელიც ფეხში დაიჭრა, რომლის ჯანმრთელობასაც დაზიანებებისგან საშიშროება არ ემუქრებოდა. ამავე საქმეზე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით სანდრო წივწივაძეა დაკავებულია.
ტვ პირველთან საუბრისას, ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ პროკურატურამ უნდა ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კაკაბაძემ ასევე დასძინა, რომ სანდრო წივწივაძეს "აბსურდული ბრალი" აქვს წარდგენილი და აღნიშნული ბრალის ფორმულირებით პროკურატურა ცდილობდა "საქმეში არ ყოფილიყვნენ მკვლელობის შემკვეთები და მკვლელობის შემკვეთების მიმართ არ ყოფილიყო ჩატარებული არანაირი საგამოძიებო მოქმედებები",
"ვინაიდან მუხლი შეიცვალა და პროკურატურამ დაადასტურა ის, რაზეც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ადგილი ჰქონდა შეკვეთილ მკვლელობას, ახლა უნდა ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები იმისათვის, რათა გამოვლინდნენ, თუ ვინ შეუკვეთა მკვლელობა და ასევე, თუ ვინ მონაწილეობდა დანაშაულში გელა უძილაურთან ერთად — ვინ აწვდიდა მას ინფორმაციებს, ვინ აძლევდა დირექტივებს, ვინ ეხმარებოდა და ა.შ.
მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ტემპი პირველივე დღეებში დაიკარგა, პირველივე დღეებში გაქრა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, თუ საგამოძიებო ორგანო გადადგამს სწორ ნაბიჯებს, ამ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ არის შესაძლებელი. წინა პროკურორმა რაც გააკეთა არის ის, რომ კონკრეტულ პირს წაუყენა აბსურდული ბრალი — საუბარია წივწივაძეზე, თითქოს მან გადასცა იარაღი გელა უძილაურს და უძილაურმა ამ იარაღით განახორციელა დანაშაულის ჩადენა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ წივწივაძემ გადასცა რაიმე სახის იარაღი გელა უძილაურს, შესაბამისად, აღნიშნული ბრალის ფორმულირება მოგონილი იყო იმისთვის, რომ საქმეში არ ყოფილიყვნენ მკვლელობის შემკვეთები და მკვლელობის შემკვეთების მიმართ არ ყოფილიყო ჩატარებული არანაირი საგამოძიებო მოქმედებები," — აცხადებს ადვოკატი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები