პროკურატურა პარლამენტის წინ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას გეგმავს — ადგილზე იმყოფება მაკო გომური
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, 2019 წლის 20 ივნისის ღამის გამოძიების ფარგლებში კვლავ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მაკო გომურიც იმყოფება, რომელსაც ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები გაესაუბრნენ. ადგილზე მყოფმა პროკურატურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად კიდევ ერთ დაზარალებულს ელოდებიან.
"ველოდებით კიდევ ერთ დაზარალებულს, რომლის მონაწილეობითაც საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ ჩატარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი და რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ რომ ის მეტ დეტალს აღიდგენს. მიუთითებს გამომძიებელსა და ექსპერტ-კრიმინალისტებს ყველა იმ ინფორმაციას, რაც მას გააჩნია და შესაბამისად, აღნიშნული აისახება ოქმში," — თქვა მან.
მისივე თქმით, ფაქტზე გამოძიება 2019 წელსვე დაიწყო, ბევრი პირიც გამოიკითხა და მომავალში თუკი ვინმეს ექნება ობიექტურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით, ისიც გამოიკითხება.
"აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2019 წელსვე და რა თქმა უნდა, ჩატარებული არის ასობით საგამოძიებო მოქმედება. სისხლის სამართლის საქმე შედგება ასობით ტომისგან და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პირი არის გამოკითხული. თუკი ვინმეს შემხებლობა შესაძლოა ჰქონდეს, ობიექტურად მნიშვნელოვანი, სისხლის სამართლის საქმესთან და შესაძლოა ფლობდეს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც მე გითხარით ინფორმაციას, რა თქმა უნდა არის გამოკითხული და თუ კიდევ ვინმე გამოიკვეთება, რა თქმა უნდა, გამოიკითხება.
შესაბამისი მტკიცებულებითი არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მიიღება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება კონკრეტული პირის, ვინც გამოიკვეთება გამოძიებით", — თქვა პროკურატურის წარმომადგენელმა.
2019 წლის 20 ივნისის აქციაზე დაშავებულმა მაკო გომურმა, რომელიც პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით მოვიდა, NEWS.ON.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ "სანამ სტრასბურგმა არ მოითხოვა ამ საქმეზე გამოძიების დაწყება, 6 წლის განმავლობაში პროკურატურას გამოძიება არ ჩაუტარებია.
"სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო ეს გამოძიება და ცოტა სასაცილოა, სანამ სტრასბურგმა არ მოითხოვა, რომ ეს გამოძიებები დაწყებულიყო, 6 წლის განმავლობაში თვითონ არ მოინდომეს დაწყება და ამას პლუს ემთხვევა, რომ როცა გახარიას წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიება, ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა ეს გამოძიება. კითხვის ნიშნებს აჩენს ფაქტიც. ჯობია, რომ მივიღოთ მონაწილეობა და ისევ ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენონ და არ თქვან, რომ თვითონ არ მიიღეს მონაწილეობა გამოძიებაში. აქ რომ ვერ ვიპოვეთ სამართალი, იმიტომ მივადექით სტრასბურგს და დავიწყეთ ჩვენი საქმეების იქ წაღება" — განუცხადა მაკო გომურმა NEWS.On.ge-ს.
ამ დროისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა აღდგენილია.
პროკურატურამ 20 ივნისის, ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე რუსთაველის გამზირი ერთი კვირის წინაც, 11 ივლისსაც გადაკეტა. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიწყო.
- რუსთაველი გადაკეტილია — გამზირზე 20 ივნისის საქმეზე გამოძიებას ატარებენ
- კახაბერ ქემოკლიძის თქმით, "ჩორჩანას თემის" შემდეგ "გავრილოვის ღამის" გამოძიება არის გეგმა "ბ" და მისი შედეგები "გასაოცარი" იქნება
- მაკო გომური: იცოდეთ, რომ სადღაც ისევ ვიბრძვით 20 ივნისის ადამიანები.
- საიას ცნობით, შსს-ს, გავრილოვის ღამეს დაზარალებულის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდა დაეკისრა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები