რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიას შეუძლია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება — რას წერს ევროკომისია ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილ წერილში
ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის და სთხოვს ინფორმაციის მიწოდებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. წერილის ადრესატები არიან ასევე — ოცნების ხელისუფლების შს მინისტრი, გელა გელაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.
წერილის მიხედვით, ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას ვიზების შეჩერების მექანიზმის შემდეგ, მე-8 ანგარიშში შეაფასებს და ამ შეფასების საფუძველზე, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისიას შეუძლია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება.
წერილის ავტორები მაკა ბოჭორიშვილს ახსენებენ, რომ მისი მთავრობის მხრიდან საპასუხო ქმედებების არარსებობის გამო, 2025 წლის იანვარში, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება ნაწილობრივ შეეჩერებინა და დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გაეუქმებინა.
შესაბამისად, მას შემდეგ თორმეტმა წევრმა სახელმწიფომ დააწესა სავიზო მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის.
წერილში ნათქვამია, რომ ელოდებიან ოცნების ხელისუფლებამ კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ და, თუ ეს ჯერ არ გაკეთებულა, მიიღონ შესაბამისი ზომები კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად.
"ვიზალიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2017 წლიდან საქართველო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობს. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს.
2024 წლის 6 დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო ვიზათა შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიში. კომისიის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევები, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
შედეგად, კომისიამ გამოსცა არაერთი რეკომენდაცია. ესენია:
- ოცნების ხელისუფლებამ გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ საკანონმდებლო პაკეტი და შეცვალოს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოს LGBTIQ პირების უფლებების სრულად დაცვა.
- კონკრეტული რეკომენდაცია ფოკუსირებული იყო ცვლილებაზე "ანტიკორუფციული ბიუროს კანონზე, რათა გათვალისწინებული ყოფილიყო ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების მხრივ.
- შეიმუშაონ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კორუფციული საქმეების გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას.
წერილის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციულად უპასუხებს და მიიღებს აუცილებელ ზომებს კომისიის რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად.
"კომისია შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას ვიზების შეჩერების მექანიზმის შემდეგი ანგარიშის კონტექსტში. ამ შეფასების საფუძველზე, რეკომენდაციების შეუსრულებლობის გაგრძელების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები ვიზების რეგულაციის მე-8 მუხლის საფუძველზე, კერძოდ, ვიზების შეჩერების მექანიზმის გააქტიურება.
მე იმედი მაქვს თქვენი თანამშრომლობის ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ევროკავშირის მუდმივ ერთგულებას საქართველოსთან ძლიერი და ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობების მიმართ", — წერია წერილში.
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
-
რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში
-
სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა" სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა"
გადახედვა
-
აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა
გადახედვა
-
ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები