გიორგი მჟავანაძემ და ნოდარ რუხაძემ სტრასბურგში აქციაზე შეშის შეტანის გამო დაკავების საქმე მოიგეს
აქტივისტებმა, გიორგი მჟავანაძემ და ნოდარ რუხაძემ, რომლებიც სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" აქტიური წევრები იყვნენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა მოიგეს. საქმე ეხება 2020 წლის ნოემბერში გამართულ საპროტესტო აქციას, რომლის დროსაც ისინი დააკავეს.
მჟავანაძისა და რუხაძის განცხადებით, მათი დაკავება და შემდგომი დაჯარიმება ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლს — კერძოდ, მე-6 მუხლს (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 მუხლს (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება).
შემთხვევა 2020 წლის 9 ნოემბერს მოხდა, როცა აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, შეშით გაეთბოთ თავი აქციაზე. თუმცა, პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და დაკავება მოჰყვა.
სამართალდამცველებმა რუხაძე და მჟავანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს — რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი მჟავანაძე 3 დღით დააპატიმრეს, ნოდარ რუხაძეს კი 1500 ლარით დააჯარიმეს. მათთან ერთად დაკავებული მესამე აქტივისტი, ლექსო მაჭავარიანი 1000 ლარით დაჯარიმდა.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძისა და მჟავანაძის უფლებები ნაწილობრივ დაირღვა. კერძოდ, რუხაძის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მის საქმეში ეროვნული სასამართლო მთლიანად პოლიციელის ჩვენებას დაეყრდნო — მტკიცებულებების გარეშე. შედეგად, რუხაძეს მოუხდა საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, რაც ევროპული სასამართლოს შეფასებით უსამართლო პროცესია.
რაც შეეხება გიორგი მჟავანაძეს, მისი სასამართლო განხილვა სამართლიანად შეფასდა, რადგან ეროვნულმა სასამართლომ მეტი მტკიცებულება განიხილა და მხოლოდ ერთ ჩვენებას არ დაეყრდნო.
გარდა ამისა, ორივე მომჩივნის მიმართ დაფიქსირდა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლის) დარღვევა. სასამართლოს შეფასებით, მათი დაკავება არ იყო პროპორციული და მათი ქცევა არ გამოდგებოდა საკმარის საფუძვლად იმისთვის, რომ სახელმწიფოს ეს უფლება შეეზღუდა.
სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა კომპენსაციის გადახდა: ნოდარ რუხაძეს — 529 ევრო ფინანსური ზარალისთვის და 1600 ევრო მორალური ზიანისთვის;
გიორგი მჟავანაძეს — 1200 ევრო მორალური ზიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამავე საქმეზე დაკავებული ლექსო მაჭავარიანის საქმეზეც გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 20 მაისს გამოიტანა და დაადგინა, რომ მის მიმართ ნაწილობრივ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლი (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და სახელმწიფოს დაეკისრა მისთვის 1800 ევროს კომპენსაციის გადახდა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები