"მკაფიოდ და უპირობოდ დაუჭირეთ მხარი ქართველ ხალხს" — ზურაბიშვილი კაია კალასს მიმართავს
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს ოფიციალური წერილით მიმართავს. სადაც წერს, რომ "ვითარება კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. თუ ევროკავშირი ვერ მოახდენს რეაგირებას მკაფიოდ, ერთიანად და კონკრეტული შედეგებით, იგი არა მხოლოდ დაკარგავს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ შექმნის სახიფათო პრეცედენტს, როცა ევროპის მეზობლად დემოკრატიის უკუსვლასა და რუსეთის ჩარევას არავინ დაუპირისპირდება".
ზურაბიშვილი 2025 წლის 15 ივლისს დაგეგმილი საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ, გადაუდებლად მოუწოდებ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს:
" — შეაფასეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, როგორც ავტორიტარული გზით ძალაუფლების მიტაცება და რუსეთის მოკავშირეობისკენ მკაფიო სტრატეგიული გადასვლა.
— მკაფიოდ და უპირობოდ დაუჭირეთ მხარი ქართველ ხალხს, რომელიც ევროპული დროშებით ხელში უპირისპირდება სისასტიკესა და შიშს. ნაკლები რეაგირება ნიშნავს იმ ერის მიტოვებას, რომელმაც არასდროს დაკარგა საკუთარი მიზანი — გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. იმოქმედეთ კოორდინირებული პოლიტიკური ნაბიჯებით: მკაფიოდ, ერთსულოვნად და ქმედითად, როგორც ამას ევროპარლამენტის რეზოლუციები მოითხოვს. ამ ეტაპზე ყოველგვარი დაგვიანება ნიშნავს ავტორიტარიზმისა და რუსეთის ზეგავლენის წინაშე დანებებას.
სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა! ახლა აუცილებელია მორალური სიმტკიცე და პოლიტიკური სიცხადე. საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ევროპის სანდოობა და გეოპოლიტიკური მთლიანობა ბეწვის ხიდზეა", — წერს ზურაბიშვილი.
დღეს, 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული.
მათი ცნობით, საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და განიხილავს შესაძლო ზომებს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა "ევროსკოპს" განუცხადა, რომ "თარგეთირებული სანქციებისთვის" სიას წარადენს და მათ შორის ორი მოსამართლეა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები