OC-MEDIA: ოცნების ხელისუფლების განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს ნიდერლანდებში დოქტორის ხარისხი არ მიუღია
ფოტო: OC MEDIA
ოცნების ხელისუფლების ახლად დანიშნულ განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი არ მიუღია, იმის მიუხედავად, რომ ოცნების პრემიერმა ამის გამო შეაქო, წერს OC Media.
კობახიძემ მიქანაძის ქვეყნის ახალ განათლების მინისტრად დანიშვნის შესახებ 30 ივნისს განაცხადა.
"მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე დიდ ბრიტანეთში, ინგლისში ესექსის უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში", — განაცხადა კობახიძემ პრესკონფერენციაზე და ხაზი გაუსვა მიქანაძის აკადემიურ კვალიფიკაციას.
მიქანაძის საჯაროდ ხელმისაწვდომ ბიოგრაფიაში, რომელიც განათლების სამინისტროს ვებსაიტზეა განთავსებული — სადაც მისი ნიდერლანდების დოქტორის ხარისხი არ არის ნახსენები — ნათქვამია, რომ 2013 წელს იყო ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის (ნიდერლანდები) მკვლევარი.
ბიოგრაფიაში ასევე მითითებულია, რომ მიქანაძე 2025 წლის მდგომარეობით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტია.
თუმცა, ინსტიტუტის წარმომადგენელმა OC Media-ს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიქანაძე 2010-იანი წლების შუა პერიოდში ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში არარეზიდენტ დოქტორანტად იყო რეგისტრირებული, მას დოქტორანტურა არასოდეს დაუმთავრებია.
წყაროს თქმით, მან საქართველოში სამუდამო პატიმრობის პირობითი ზედამხედველობის შესახებ დისერტაციის მხოლოდ რამდენიმე თავი წარადგინა.
კობახიძის განცხადების გარდა, მიქანაძის სავარაუდო დოქტორანტურის შესახებ მითითებები გვხვდება მის LinkedIn გვერდზე და Wikipedia-ს ჩანაწერში.
Wikipedia-ს ჩანაწერში მისი დისერტაციის სათაურია "პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემა საქართველოში".
LinkedIn-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მან 2013-დან 2017 წლამდე დოქტორანტურა გაიარა ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში, პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ის ასევე დასაქმებული იყო ევროპის საბჭოში. შემდეგ მან კარიერა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი პარტია ქართულ ოცნებაში.
არც განათლების სამინისტრომ და არც მიქანაძემ კომენტარზე არ გვიპასუხა.
მიქანაძე ივნისში დაინიშნა მას შემდეგ, რაც მისმა წინამორბედმა, ალექსანდრე წულაძემ, თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ რაღაც ცხრა თვეში, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტით ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა თანამდებობა.
მიქანაძის დანიშვნას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია განსაკუთრებით მისი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) მთავრობაში ყოფნის გამო, რომელსაც ქართული ოცნება ხშირად "კრიმინალურ რეჟიმს" უწოდებს.
სამინისტროს იმდროინდელი პრესრელიზის თანახმად, 2005 წლიდან 2008 წლამდე ის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმებს კურირებდა. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კრიტიკოსების, მათ შორის ქართული ოცნების მხრიდან არაერთი წინააღმდეგობა წააწყდა სასჯელაღსრულების სისტემის მართვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პატიმრების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით. პატიმრების სექსუალური ძალადობის სკანდალი მათ ხელისუფლებიდან ძირითად მიზეზად მიიჩნევა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები