Amnesty International: საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს
Amnesty International საბა ჯიქიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის თქმით, საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს.
"საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი კითხვებს აჩენს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებთან და ახალგაზრდული მართლმსაჯულების მექანიზმების გამოუყენებლობასთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია 18-21 წლამდე პირებისთვის. მის წინააღმდეგ მტკიცებულებად წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, რომლის სისწორესაც მისი დაცვის მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ექსპერტის დასკვნა, რომელიც ბრალდების მხარის მოწმედ იქნა წარდგენილი და რომელსაც დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა დაეკითხა," — აღნიშნულია კროვოშეევის განცხადებაში.
დენის კრივოშეევი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დაუსჯელობისა და უსამართლობის მავნე პრაქტიკა.
"ეს სელექციური მართლმსაჯულება უკიდურესად შემაშფოთებელია. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს დაუსჯელობისა და უსამართლობის მავნე პრაქტიკა", — განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.
საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს — მასობრივი პროევროპული პროტესტების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, იმის გამო, რომ თითქოს წაქცეულ სპეცრაზმელს ფეხი ჩაარტყა. თავად დაზარალებული, რომელიც ინციდენტის დროს ფორმაში არ იყო, სასამართლოზე ჩვენებაში აცხადებდა, რომ არანაირი დაზიანება არ მიუღია.
Amnesty International-ის განმარტებით, საქართველოს ახალგაზრდული მართლმსაჯულების კანონმდებლობა ითხოვს, რომ 21 წლამდე პირებისთვის გამოყენებულ იქნას ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი ზომები და ალტერნატივა აღდგენითი მართლმსაჯულების ფორმით. თავისუფლების აღკვეთა ამ ასაკობრივ კატეგორიაში დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და მხოლოდ უმოკლესი ვადით. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული მართლმსაჯულების პრინციპები საქართველოს სასამართლოებში ხშირად გამოიყენება 18-21 წლის პირების მიმართ, საბა ჯიქიას შემთხვევაში ისინი არ იქნა გამოყენებული.
Amnesty International-მა არაერთხელ იმსჯელა საქართველოში ანტისამთავრობო პროტესტების დროს ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უარყოფაზე, თვითნებურ დაკავებაზე, წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე, ასევე ძალადობაზე პროსამთავრობო ჯგუფების ან სამოქალაქო ფორმაში მყოფი სამართალდამცავების მხრიდან ოპოზიციური აქტივისტების წინააღმდეგ.
ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ ახალი გლობალური კამპანია წამოიწყო — "მოითხოვე ანგარიშვალდებულება და სამართლიანობა საქართველოს მომიტინგეებისთვის!"
- Amnesty International: "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მომიტინგეების დაშლის, ცემის და სისხლის სამართლის შერჩევითი გამოყენების პრაქტიკა"
- Amnesty International: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დაუნდობელი თავდასხმა განსხვავებული აზრის მქონე პირებზე
- Amnesty International-ის წერილი კაციტაძეს: "მოვითხოვთ სამართალს მზია ამაღლობელისთვის"
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები