19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა — დასკვნითი სასამართლო პროცესის დეტალები
სანქცირებულმა მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 19 წლის ახალგაზრდას პროევროპულ აქციებზე გდდ-ს თანამშრომლისთვის, ბექა გოტიაშვილისთვის ფეხის დარტყმას ედავებოდნენ. ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საბა ჯიქიას განაჩენს საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე არ ესწრებოდა — ის შვებულებაში იმყოფებოდა. დღევანდელ სხდომაზე მის ნაცვლად როინ ხინთიბიძე მივიდა.
საქმეში "დაზარალებულმა" ბექა გოგიტაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას ამ "დარტყმისგან" დაზიანება არ მიუღია. დაცვის მხარემ გოგიტაშვილს ამავე სასამართლო სხდომაზე ჰკითხა პროევროპული აქციის მონაწილეებს არბევდა თუ არა, რაზეც გოგიტაშვილმა უპასუხა, რომ "გააჩნია გააჩნია დარბევაში რას გულისხმობთ, ჩემი შეხედულებით, აქციის მონაწილეები არასდროს დამირბევია".
სანამ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენის გამოსატანად სასამართლო დარბაზიდან გავიდოდა, საბა ჯიქიამ სიტყვით მიმართა დარბაზს:
“მეგობრებო, უღრმესი მადლობა გულშემატკივრობისთვის. მოტივაციაა ეს და იმის შეხსენება, რომ მარტო არ ვარ.
რთულია იმის ყურება, როგორ ცდილობენ, იძალადონ თქვენზე ყველანაირი მეთოდით, როგორ ცდილობენ, ჩაახშონ თავისუფალი აზრი, თუმცა ბევრ თავისუფალ აზრს ვხედავ, ვხედავ, როგორ იცავთ ერთმანეთს და ეს მაძლევს იმედს, რომ რაღაც იქნება...
...შინაგანი შიში მაინც მაწუხებს. მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა მომავალმა თაობებმა ამ მარცხის გამო გამკიცხონ.
არ მინდა რომ დავმარცხდეთ, რადგან არ მინდა რომ ჩვენი თაობა და მომავალი თაობა უსამართლო ქვეყანაში და დიქტატურაში გაიზარდოს.
მე მზად ვარ, მხნედ ვარ და მინდა რომ თქვენც ასე იყოთ.
ახალგაზრდული წლების ციხეში გატარება მიწევს... ახალი ძმები შევძინე, გავიგე თავისუფლების ფასი. შვილიშვილებისთვის მექნება მაგარი ისტორიები მოსაყოლი. ცრემლებს ვხედავ თქვენს თვალებზე და არ მსიამოვნებს,” — განაცხადა საბა ჯიქიამ. (ტექსტი “პუბლიკა”)
შემდეგ მოსამართლე მჭედლიშვილი სასამართლო პროცესიდან გადის და იღებს გადაწყვეტილებას 19 წლის ახალგაზრდას 4,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯოს. რადიო თავისუფლების სასამართლოს ლაივბლოგში ვკითხულობთ:
"მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სათათბიროდ გავიდა. ტირის დარბაზი, ტირის დედა, ტირიან მეგობრები. საბა ჯიქია იღიმის და სთხოვს, არ ინერვიულონ"
სასამართლოს განაჩენის შემდეგ ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებს. მისი თქმით მჭედლიშვილმა დღეს დაამტკიცა, რამდენად შეუძლია თუ არა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ადვოკატის განცხადებით მოსამართლეს უკვე წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული ჯიქიას საქმეზე, რადგან იმ დროში, რაც ის სათათბიროდ გასული იყო ტექსტის დაწერასაც ვერ მოასწრებდა, რაც სასამართლო დარბაზში განაჩენის გამოცხადებისას ამოიკითხა.
ავსაჯანიშვილის განცხადებით მოსამართლემ საქმის განხილვისას ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე და მოწმეების დაკითხვა საჭიროდ არ ჩათვალა და ამით დღევანდელ პროცესზე "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გააუქმა".
"დღევანდელი პროცესი იყო იმის წყალგამყოფი თამარ მჭედლიშვილს შეუძლია თუ არა გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად. ჩვენ ვნახეთ რომ ის გავიდა სათათბიროდ და მე განზრახ ვამოწმებდი, რასაც კითხულობდა იმ ტექსტის წაკითხვას, სათათბიროდ გასვლას და ამ ტექსტის დაწერას რამდენი დრო დაჭირდებოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ თამარ მჭედლიშვილის წაკითხული ტექსტის განმარტებას უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა ვიდრე სათათბირო ოთახში გასვლას. ეს იმას ნიშნავს, პირდაპირ, რომ ქალბატონი თამარი საბოლოო სიტყვამდე უკვე დაწერილი განაჩენით მოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები უკვე წინასწარი განწყობით ჩამოდიან პირველივე პროცესზე. მეორე, ქალბატონმა თამარმა თქვა, რომ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა საერთოდ არ სჭირდება და ქალბატონმა თამარმა ასევე განმარტა ის, რომ თუ მთავარ გამომძიებელს დავკითხავთ საქმეზე დანარჩენი მოწმეების დაკითხვა საერთოდ საჭირო არ იქნება, რაც არის კანონის სრული დარღვევა და სისხლის სამართლის 2 კურსელი სტუდენტიც მიხვდება ამას, რომ დღეს, ქალბატონმა თამარმა გააუქმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დარბაზში," — განაცხადა ადვოკატმა.
ამ დროისთვის პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულ 3 პირს — მათე დევიძეს, გიორგი მინდაძეს და საბა ჯიქიას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სამივე ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედავებოდნენ, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიესაჯა, ხოლო მინდაძეს — 5 წელი.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები