მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, ის [თორნიკე რიჟვაძე] თურქეთში რაიმე სახით უფრო მეტ ან რაიმე გაუმჯობესებულ მკურნალობას ღებულობს
"არ მგონია, ის [თორნიკე რიჟვაძე] თურქეთში რაიმე სახით უფრო მეტ ან რაიმე გაუმჯობესებულ მკურნალობას ღებულობს", — ამის შესახებ ოცნების ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ "რუსთავი ორის" ეთერში. განაცხადა. მისივე თქმით, რიჟვაძის თურქეთის კლინიკაში გადაყვანა რაიმე აუცილებლობით ნაკარნახევი არ ყოფილა.
"მეძლევა შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის დადებით დინამიკის შესახებ მას შემდეგ რაც ის ოჯახის თხოვნით გადაყვანილი იქნა ის თურქეთში მკურნალობის გასაგრძელებლად. იქიდანაც საიმედო ცნობებია, რასაც ვიღებთ და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჯანმრთელობის აღდგენა.
[…] ვერ ვიტყოდი, რომ აუცილებლობა იყო, ეს იყო უბრალოდ ოჯახის თხოვნა. მათაც, რა თქმა უნდა, კარგად აეხსნათ, სრულფასოვნად მიეწოდათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, რისკების მაქსიმალურად ნეიტრალიზების შესახებ აქ გატარებული ღონისძიებების შედეგად. თუმცა, მათ მაინც ამჯობინეს, მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, რასაც ბუნებრივია, რომ ანგარიში გავუწიეთ.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს აუცილებლობით ნაკარნახები ნამდვილად არ ყოფილა, ისიც შემიძლია ვთქვა, რომ არ მგონია, ის თურქეთში რაიმე სახით უფრო მეტ ან რაიმე გაუმჯობესებულ მკურნალობას ღებულობს. ჩვენი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძირითადი და ყველაზე კრიტიკული პრობლემები, რაც არსებობდა, [გადავლილია].
პირველ რიგში, საგარეჯოს კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ეს უნდა ვთქვათ და იქაურ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადავუხადო სწორად წარმართული პროცესისთვის, ოპერაცია ჩატარდა გადაუდებლად, შესანიშნავად და შემდგომ, რა თქმა უნდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ეს კრიტიკული დღეები აბსოლუტურად უნაკლოდ და ზედმიწევნით სწორად იქნა მართული. შესაბამისად, ამან მოიტანა რეზულტატი და პრაქტიკულად, მდგომარეობა, რომელიც გუშინ საღამოს დაახლოებით ამ დროს ვნახეთ, იყო აბსოლუტურად დამაიმედებელი, სხვათა შორის, ამან გააჩინა შესაძლებლობა, რომ გადაყვანა მომხდარიყო, ეს პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, იქნებოდა პრობლემა," — განაცხადა ოცნების ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ რუსთავი ორის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს ოცნების პრემიერმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა თორნიკე რიჟვაძე. გვიან ღამით კი ის, ოჯახის სურვილით, სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
თორნიკე რიჟვაძე 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში" გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ექიმების განმარტებით, მას ფილტვი ჰქონდა დაზიანებული.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი დააკავეს.
8 ივლისს ალექსი ახვლედიანი 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მეტი თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე:
- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
- თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
- "მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს" — ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის საქმეზე
- ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
- პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს "ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის" ბრალი წარუდგინა
- გია ვოლსკის ეჭვი ეპარება, რომ თორნიკე რიჟვაძის დატოვებული წერილი მისი დაწერილია
- გია ვოლსკი აცხადებს, რომ ჟურნალისტს "მწარე ირონიით" უპასუხა, რომ თორნიკე რიჟვაძის წერილის ავთენტურობაში ეჭვი ეპარება
- ლევან რატიანი: თორნიკე რიჟვაძის ზოგადი მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე
- თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
- მიხეილ სარჯველაძე: ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობა შენარჩუნდეს
- მიხეილ სააკაშვილი: რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა
- დიმიტრი ცქიტიშვილი: რატომ წამოიწია ასე ნაჩქარევად თვითმკვლელობის ვერსია, თანმდევი პროპაგანდისტული ნარატივებით, და არა სხვა შესაძლო სცენარები?
- მაღალი დონის კორუფცია და ვენდეტა — სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე
- თამთა მიქელაძე: ეს შიდა ელიტური წმენდა და ლოიალურობის გაღრმავების მცდელობაა "ქართული ოცნების" ვერტიკალის გამყარებისთვის
- ლევან ხაბეიშვილი: ნამდვილი ძმაკაცი, გულშემატკივარი როგორ არ აღმოაჩნდება რიჟვაძეს, რომ არ შეშინდეს და სიმართლე თქვას
- შალვა პაპუაშვილის თქმით, თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ყველა დეტალს გამოძიება გაარკვევს
- პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის თქმით, თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
- IPN: თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ალექსი ახვლედიანია დაკავებული
- "პრაიმ ტაიმი" თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერილი წერილის შინაარს ასაჯაროებს
- შსს: თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით გადაიყვანეს
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები