უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთი სომხეთში სამხედრო ძალას ზრდის — როგორია სომხეთის პასუხი?
აზერბაიჯანთან ურთიერთობის გამწვავების ფონზე, რუსეთი სომხეთში სამხედრო ძალას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
მათი თქმით, კრემლმა გიუმრიში საკუთარი სამხედრო ბაზის დაკომპლექტება დააჩქარა. გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მიზანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებაა.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, პერსონალს რუსეთის შეიარაღებული ძალების იმ სამხედროთა შორის კრებენ, რომლებიც როსტოვის და ვოლგოგრადის ოლქებში, აგრეთვე დროებით ოკუპირებულ ყირიმში მსახურობენ.
გარდა ამისა, რუსეთი აქტიურად ეძებს მოხალისეებს კავკასიის დაპყრობილი ხალხების წარმომადგენლებს შორის — კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთსა და ადიღეში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სავარაუდოა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუარესება წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი.
"რუსული ჯარების განთავსება სომხეთში არის კრემლის კომპლექსური სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური უსაფრთხოების დესტაბილიზაციას. ეთნოკონფლიქტების გაღვივებასთან ერთად, მოსკოვი ზრდის სამხედრო ყოფნას კავკასიაში. მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება წინასწარ იყო დაგეგმილი", — თქვა ანდრეი იუსოვმა.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ამ განცხადებას სომხეთი პასუხობს და ამბობს, რომ არ შეიძლება მისი ტერიტორია მესამე ქვეყნებმა საომრად გამოიყენოს. უკრაინულ მხარეს სოციალური ქსელით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ანი ბადალიანი გამოეხმაურა.
"ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ყალბი ცნობების პასუხად, სომხეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას — სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია ვერ იქნება გამოყენებული მესამე ქვეყნების მიერ მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად," — დაწერა ანი ბადალიანმა.
ოფიციალურ ბაქოსა და მოსკოვს ჯერჯერობით კომენტარები არ გაუკეთებიათ.
რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში, რუსეთის ხელისუფლების ცნობით, 2000-იანი წლების დასაწყისში ჩადენილი მკვლელობებისთვის მასობრივად დააკავეს აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები.
ეკატერინბურგში რეიდის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გააუქმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ რუსეთიდან დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება. აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციამ გააუქმა მოსკოვში ვიზიტი რუს კანონმდებლებთან ერთობლივ სხდომაზე.
30 ივნისს, პოლიციამ ბაქოში რუსული საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკ აზერბაიჯანის" ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით 1 ივლისს იტყობინებოდა, თაღლითობის, უკანონო მეწარმეობისა და ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით შვიდი პირი დააკავეს, სააგენტოს ცნობით, ორი დააპატიმრეს, ხოლო ხუთი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები