მედიის ადვოკატირების კოალიცია: მოვუწოდებთ comcom-ს, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც კომუნიკაციების კომისიას (comcom) მოუწოდებს, დაიცვას სიტყვის თავისუფლება, მედიის დამოუკიდებლობის უფლება, არ გაატაროს "ოცნების" ინტერესები და შეასრულოს თავისი ფუნქცია პოლიტიკური გავლენის გარეშე.
"ქართულმა ოცნებამ" ტელეკომპანიების — "ფორმულას", "მთავარი არხისა" და "პირველის" წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი შეიტანა. მმართველი პარია ტელეარხებს კონკრეტული ტერმინების გამოყენებას ედავება. მათი განცხადებით, ეს მედიის კონტროლის კიდევ ერთი მცდელობა.
გადაწყვეტილებას კომისია დღეს გამოაქვეყნებს.
"კომუნიკაციების კომისიას აქვს არჩევანი "ქართული ოცნების" ინტერესების სამსახურსა და საკუთარ მისიას შორის, რაც დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი მარეგულირებლის ფუნქციას გულისხმობს.
კომისიას აქვს არჩევანი, დაიცვას ჟურნალისტური თავისუფლება საქართველოში.
"ქართული ოცნება" სხვადასხვა მეთოდით ცდილობს დამოუკიდებელი მედიის ხმის ჩახშობას. ტელეარხების "პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში შესული საჩივარი მედიის დაცენზურების ერთ-ერთი ხერხია.
საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ დღეს უნდა გამოაცხადოს.
პარტია ტელევიზიებს ტერმინების გამოყენებას ედავება — ანუ, რეალობის აღწერას უკრძალავს.
კომისიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ: საზოგადოებრივი ინტერესი პოლიტიკური ძალების კრიტიკულ შეფასებაზე უფრო მაღალია.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საჯარო განხილვა დემოკრატიის საფუძველია და არა დასჯის საგანი.
მედიას უნდა ჰქონდეს უფლება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შესაბამისი დახასიათება და შეფასება მისცეს. ეს არის ჟურნალისტიკის არსი.
მოვუწოდებთ კომისიას, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი!", — წერია განცხადებაში.
- კომუნიკაციების კომისიამ "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ "ქართული ოცნების" საჩივრები დასაშვებად ცნო
- "ცენზურა არაფერ შუაშია" — ირაკლი კობახიძე ოპოზიციური მედიების წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე
- 36 ორგანიზაცია "ქართული ოცნების" მიერ "ტვ პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ საჩივრების შეტანას ეხმაურება
- მამუკა ანდღულაძე: "მედიის ადვოკატირების კოალიცია" მკაცრად გმობს დამოუკიდებელ მედიაზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას
- "ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს "პირველს" და "ფორმულას" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის — რა სანქციები შეიძლება დაეკისროს ტელევიზიებს?
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები