TI: ჩვენი ბენეფიციარების პირად ინფორმაციას ბოლომდე დავიცავთ და არავის გადავცემთ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" (TI) ანტიკორუფციულ ბიუროს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების პერსონალური მონაცემების გადაცემას არ აპირებს. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"დღეს ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელმაც კლანური სასამართლოს გავლით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსგან" მოითხოვა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების პერსონალური მონაცემები და ასევე, ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.
რაც შეეხება ბენეფიციარებს, აქ ჩვენი პოზიცია მტკიცე და უღალატოა — ჩვენ იმ ადამიანების პირად ინფორმაციას ბოლომდე დავიცავთ და არავის გადავცემთ, ვისაც წლების განმავლობაში ვეხმარებოდით და გვენდობოდნენ.
შესაბამისად, ჩვენ არ გავცემთ ინფორმაციას ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფთა შესახებ, რომელთა შორისაც არიან სახელმწიფოსგან დაჩაგრული ადამიანები: წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი, საჯარო სამსახურებიდან უკანონოდ დათხოვნილები, მიწის მესაკუთრეები, რომლებსაც სახელმწიფომ უკანონოდ ჩამოართვა ნაკვეთები, სხვა დაზარალებული ადამიანები და მამხილებლები, რომლებიც თანამდებობის პირებს კორუფციაში ამხელენ," — წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციამ ანტიკორუფციულ ბიუროს ოფიციალურად გაუგზავნა მათ ვებგვერდზე ნავიგაციის ინსტრუქცია, სადაც ბიურო შეძლებს ნახოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობისა და დაფინანსების შესახებ.
"ბიუროს ოფიციალურად გავუგზავნეთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე ნავიგაციის ინსტრუქცია, სადაც ყველასთვის ხელმისაწვდომია საქმიანობის, დაფინანსების, პროექტებისა და გუნდის შესახებ ინფორმაცია; ასევე, ინფორმაცია ჩვენი სოციალური ქსელების შესახებ.
რაც მთავარია, ჩვენი საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით, ბიუროს გავუგზავნეთ ჩვენი კორუფციული გამოძიებების ვრცელი სია, სადაც 49 ყოფილი ან მოქმედი ჩინოვნიკის მონაწილეობით 65 საეჭვო შემთხვევაა თავმოყრილი, რომლებიც წლების განმავლობაში მდიდრდებოდნენ ჩვენი მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე.
ჩვენ, როგორც ანტიკორუფციული ორგანიზაცია, ანტიკორუფციული ბიუროსგან მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას და ქვეყანაში სავარაუდო კორუფციულ შემთხვევებზე რეაგირებას მოველით.
წერილი იხილეთ აქ," — წერია განცხადებაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სოციალურ ქსელში მეორე განცხადებასაც ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ოცნების ანტიკორუფციულ ბიუროს ორგანიზაციის მიერ გამოძიებული კორუფციის ვრცელი სიაც გაუგზავნეს.
"ვიყენებთ შესაძლებლობას და ივანიშვილს-კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს, ოფიციალურ წერილთან ერთად, ვუგზავნით "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" კორუფციული გამოძიებების ვრცელ სიას, სადაც ასახულია, რომ ჩინოვნიკები წლების განმავლობაში მდიდრდებოდნენ ჩვენი მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე.
ამ სიაში 65 შემთხვევაა თავმოყრილი, სადაც 49 ყოფილი ან მოქმედი ჩინოვნიკი ფიგურირებს
ჩვენ, როგორც ანტიკორუფციული ორგანიზაცია, ანტიკორუფციული ბიუროსგან მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას და ჩვენ მიერ გამოვლენილ კორუფციულ შემთხვევებზე რეაგირებას მოველით.
სია იხილეთ ვრცლად აქ
წერილი იხილეთ აქ," — წერია განცხადებაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები