საია: საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ მიმართული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ
ძალაში შევიდა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ცვლილებები, რომლებიც სასამართლოებზე მედიის მუშაობის მნიშვნელოვან შეზღუდვას ითვალისწინებს.
სასამართლოს ტერიტორიაზე: შენობაში, სხდომათა დარბაზსა და ეზოში აიკრძალა ფოტო, კინო, ვიდეო და აუდიო გადაღება, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. საქართველოს იურისტთა ასოციაციის ცნობით, გადაღებულ მასალაზე კონტროლი მთლიანად სასამართლოს განკარგულების ქვეშ მოექცევა.
მასალების გადასაღებად იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ნებართვაა საჭირო.
საია-ს განცხადებით, კანონის ძალაში შესვლიდან პირველივე დღეს ნათელი გახდა მისი პრობლემა. საჯარო ინტერესიდან გამომდინარე მედიებმა მოითხოვეს აღნიშნული ნებართვა, თუმცა უკუკავშირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არ მიუღიათ.
"კანონის ამ ნაწილის ამოქმედებიდან პირველივე დღეს გამოვლინდა მისი აღსრულების პრობლემა, რომელმაც მედიასაშუალებების ფუნქციონირება შეუძლებელი გახადა. არაერთმა მედიასაშუალებამ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკრეტულ — თერთმეტპირიანი საქმის (აქციების კონტექსტში დაკავებული: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის) სასამართლო სხდომაზე ვიდეო და აუდიო ჩაწერის თაობაზე, თუმცა სხდომის დაწყებამდე მათ მიმართ უკუკავშირი საბჭოდან არ ყოფილა," — აღნიშულია განცხადებაში.
სხდომის განმხილველ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს ადვოკატებმა სთხოვეს დაჰკავშირებოდა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, მედიების დაშვების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დაცვის მხარის ეს თხოვნა მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
"აღნიშნული ბიუროკრატიული მექანიზმი პრაქტიკულად სრულად უზღუდავს მედიას პროცესების გაშუქებას. საგულისხმოა, რომ ზოგიერთი სასამართლო ეტაპის სასამართლო სხდომები — ე.წ. პირველი წარდგენის სხდომები მცირე საპროცესო ვადების გამო, ხშირად მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე ინიშნება. ასეთ ვითარებაში, მედიებს პრაქტიკულად არც კი დარჩებათ დრო, რომ მიიღონ დროულად პასუხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან.
ნათელია, რომ აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ განზრახვით მიმართული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ."
იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ მედიის შემზღუდველი კანონი "სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი სტრუქტურული პრინციპის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის, საწინააღმდეგო გამოვლინებაა."
ასევე იხილეთ:
"ოცნების" პარლამენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები