სომხური ეკლესიის მხარდამჭერებმა პოლიციას არქიეპისკოპოსის დაპატიმრების საშუალება არ მისცეს
ფოტო: Holy Struggle movement
სომხური ეკლესიის მხარდამჭერებმა, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში, ხელისუფლებისთვის არქიეპისკოპოს მიქაიელ აჯაფაჰიანის დაკავებისთვის ხელის შეშლა სცადეს. ხელისუფლება მას ბრალს მთავრობის დამხობის მცდელობაში თანამონაწილეობისთვის სდებს.
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის (NSS) ოფიცრები ეჩმიაძინში პარასკევს მივიდნენ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია შირაკის ეპარქიის ხელმძღვანელის, არქიეპისკოპოს აჯაფაჰიანის დაკავების განზრახვის შესახებ. მისი დაკავების შემთხვევაში, ის გახდებოდა კიდევ ერთი არქიეპისკოპოსი, რომელიც სომხეთში მთავრობის ძალადობრივად დამხობის სავარაუდო შეთქმულების საქმისთვის დააკავეს — მას შემდეგ, რაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ოთხშაბათს დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე აჯაფაჰიანის წინააღმდეგ ოფიციალურად ხუთშაბათს გამოცხადდა, სადაც მას საჯაროდ ხელისუფლების მიტაცებისკენ მოწოდებაში სდებენ ბრალს. ოფიციალური წყაროების ცნობით, არქიეპისკოპოსმა განაცხადა, რომ "საჭიროა სომხეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა."
გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ 17 ივნისს აღიძრა.
მანამდე, სომხეთის ხელისუფლებამ 15 ადამიანი დააკავა, მათ შორის ოპოზიციონერი ფიგურა და ანტისამთავრობო მოძრაობის "წმინდა ბრძოლის" ლიდერი, ბაგრატ გალსტანიანი. მათ ბრალად ტერორისტული თავდასხმებისა და სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა ედებათ.
14:00 საათის მდგომარეობით, არქიეპისკოპოსი მიქაელ აჯაფაჰიანი კვლავ არ იყო დაკავებული — მიუხედავად მისი მხრიდან განცხადებისა, რომ ის ნებაყოფლობით გაჰყვებოდა პოლიციას. სომხური ეკლესიის მხარდამჭერები აგრძელებდნენ სამართალდამცავთა მცდელობების ჩაშლას.
"მიმდინარე მოვლენები აბსოლუტური უკანონობაა, მაგრამ მე არასდროს დავმალულვარ და არც ახლა ვაპირებ დამალვას. არ მსურს, შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ჩემი ძმების ზურგს უკან ვიმალები. [...] ისინი ჩემთვის მოვიდნენ და მეც გავყვები," — განაცხადა აჯაფაჰიანმა.
"მე საფრთხე არ ვარ ამ ქვეყნისთვის; საფრთხე მთავრობაში ზის," — განაცხადა არქიეპისკოპოსმა, აშკარა მინიშნებით პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე, რომელსაც მან "შეშლილი" უწოდა.
სომხეთის კათოლიკოს პატრიარქმა გარეგინ II-მ არქიეპისკოპოსს ღიად დაუჭრა მხარი და განაცხადა, რომ ეკლესია მის გასაცილებლად ადვოკატს მიავლენდა.
"ჩვენ შევიკრიბებით იქ, გავმართავთ მსჯელობას და მივიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი მომავალი მოქმედებების შესახებ. ერთმნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ სიმართლემ იზეიმოს," — განაცხადა პატრიარქმა.
მანამდე ადგილზე მყოფმა სასულიერო პირებმა აღნიშნეს, რომ აჯაფაჰიანის დაპატიმრებას არ დაუშვებდნენ.
როდესაც აჯაფაჰიანი გარეგინ II-სა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად კათედრალის ჭიშკრისკენ მიემართებოდა, პოლიციასა და ეკლესიის მხარდამჭერებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა.
კათედრალთან ოპოზიციონერი დეპუტატებიც იმყოფებოდნენ.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ აჯაფაჰიანის დაკავება ვერ მოახერხა, ის კვლავ ტაძრის ეზოში დაბრუნდა. RFE/RL-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეჩმიაძინის ზარები უწყვეტად რეკავდა — სასულიერო პირის თქმით, ეს დახმარების სათხოვნელად "საგანგაშო სიგნალი" იყო.
ცნობების მიხედვით, პოლიცია ამკაცრებს კონტროლს ერევანი–ვაგარშაპატის გზატკეცილზე, მანქანებს აჩერებს და ჩხრეკს.
პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამ დროისთვის მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
როგორც აჯაფაჰიანი, ისე გალსტანიანი სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მაღალი რანგის სასულიერო პირებად ითვლებიან.
რედაქტორის შენიშვნა: ეს არის მიმდინარე ამბავი, ინფორმაცია განახლებადია.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება.
საქართველოში OC Media-ის პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები