უიკერი და შაჰინი: "ქართული ოცნების" მთავრობა მოქმედებს აგრესიულად ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, რაც ლუკაშენკოს რეჟიმს მოგვაგონებს
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და აშშ-ის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე, რესპუბლიკელი როჯერ უიკერიი ეხმაურებიან საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან მათი საქმიანობის შესახებ "საეჭვო საკანონმდებლო საფუძვლით" დეტალური ინფორმაციის მოთხოვნას.
ამერიკელი სენატორები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მთავრობა მოქმედებს "აგრესიულად ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, რაც ლუკაშენკას რეჟიმს მოგვაგონებს".
მათი განცხადებით, "დემოკრატიული მთავრობები საფრთხედ არ უნდა აღიქვამდნენ დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერ, კრემლის პროპაგანდასთან მებრძოლ, კორუფციასთან მებრძოლ და ქალებისა და ახალგაზრდობის მხარდამჭერ ორგანიზაციებს".
განცხადება სენატორებმა გუშინ, 25 ივნისს გააკეთეს.
"ქართული ოცნების მთავრობა აგრესიულად ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას და ახშობს დამოუკიდებელი ხმებს ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რაც ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს მოგვაგონებს. სამოქალაქო საზოგადოებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია ერთი მხრივ, უკანონოდ ჩანს, თუმცა აგრეთვე იმდენად მოცულობითია, რომ დანამდვილებით გამოიწვევს ამ მოთხოვნასთან შეუსაბამობას. ქართული ოცნების ქმედებები, რომლებიც, როგორც ჩანს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მართული, მიზნად ისახავს ისეთი ჯგუფების მუშაობის პარალიზებას, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საფარი, მომავლის აკადემია, მედიის განვითარების ფონდი და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)". ამავდროულად, მიმდინარე კვირაში ქართულმა ოცნებამ გააძლიერა თავდასხმა პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დააპატიმრა და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე განაჩენი გამოუტანა რამდენიმე პროდემოკრატიულ ლიდერს.
მარტივად რომ ითქვას, დემოკრატიული მთავრობები საფრთხედ არ უნდა აღიქვამდნენ დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერ, კრემლის პროპაგანდასთან მებრძოლ, კორუფციასთან მებრძოლ და ქალებისა და ახალგაზრდობის მხარდამჭერ ორგანიზაციებს. როგორც ეს ჯგუფები დაიცავენ საქართველოს მოქალაქეებისა და მამხილებლების პერსონალურ ინფორმაციას ხელისუფლების წვდომისგან, ზუსტად ისე გამოვიყენებთ ჩვენს ხმასა და კანონმდებლობას მათ გვერდით დგომისთვის. ამისთვის, მხარს ვუჭერთ ორპარტიული "MEGOBARI აქტის" წინსვლას მაქსიმალურად მალე, რის საშუალებასაც სენატის კალენდარი მოგვცემს" — ნათქვამია განცხადებაში.
მეტი "MEGOBARI აქტის" შესახებ:
- ჯინ შაჰინი: გავაგრძელებ მცდელობას, რომ პასუხისმგებლობის დაკისრებით მივაღწიო ორპარტიული "MEGOBARI აქტის" მიღებას
- ჯო უილსონი: "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრმა პრეზიდენტი ტრამპი ცრუ ბრალდებებით დაგმო"
- ჰელსინკის კომისია: "ქართული ოცნების" მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი
- ჯინ შაჰინი: "ქართული ოცნების" დაუღალავი მცდელობა ხელი შეუშალოს სიმართლის გავრცელებას, დემოკრატიაზე თავდასხმაა
- პეტრე ცისკარიშვილი: "MEGOBARI აქტი" მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტ ტრამპიც მოაწერს ხელს"
- რას წერს "ოცნების" პარლამენტი "MEGOBARI აქტის" საპასუხო განცხადებაში?
- პაპუაშვილის თქმით, MEGOBARI აქტზე მოამზადეს განცხადება, რომელსაც პარლამენტში განიხილავენ
- "ამ დოკუმენტს შინაარსიც კი არ გააჩნია" — შალვა პაპუაშვილი "MEGOBARI აქტზე"
- ევროკომისიის პრესსამსახური: აშშ-ის კონგრესის მიერ "MEGOBARI აქტის" მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს
- ალექს რაუფოღლუ: "MEGOBARI აქტი" სენატმა განსახილველად მიიღო
- კობახიძე: [MEGOBARI აქტი] ამ შემთხვევაში გაიმარჯვა Deep State-მა — მე მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ტრამპი აჯობებს Deep State-ს
- ჯო უილსონი სია აქვეყნებს — ვის შეეხება "MEGOBARI აქტის" სანქციები
- ოპოზიციური პარტიის ლიდერები აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ "MEGOBARI აქტის" მხარდაჭერას ეხმაურებიან
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები