SJC: სუს-ის მიმდინარე ცვლილებები ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიზაციის საგანგაშო რეალობას ქმნის
ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
"სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე ცვლილებები ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიზაციის საგანგაშო რეალობას ქმნის" — ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს ტენდენციები ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის დასუსტებას გამოიწვევს. მათი თქმით, ოცნების მმართველობის პერიოდში სუს-ის პოლიტიზება ყოველთვის "სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა და თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის დამტკიცება ამ მხრივ ახალ შრეს იძენს". ამასთან, როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ძალაუფლების დაბალანსების, პროფესიული და პრაქტიკული ამოცანების შესრულების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია დაზვერვის სამსახურის შეერთება სუს-თან.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ ეს ყოველივე კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია "დემოკრატიული უკუსვლის, ძალაუფლების კონსოლიდაციისა და არა-ანგარიშვალდებული ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერების გზაზე"
"უსაფრთხოების სექტორში ბოლო კვირებში მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და პერსონალური ცვლილებები განხორციელდა, რომელიც მთლიანობაში სექტორის პოლიტიზაციისა და ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნებისთვის ძალოვანი უწყებების მობილიზაციის საგანგაშო ნიშნებს ატარებს. ეს ტენდენციები ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის დასუსტებასა და მწვავე საფრთხეების მიმართ მედეგობის რღვევას გამოიწვევს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო კვირებში ქართულმა ოცნებამ მიიღო არა ერთი ახალი გადაწყვეტილება, რომელმაც ძირეული ცვლილებები გამოიწვია უსაფრთხოების სისტემის შიგნით, მათ შორის, შეიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაიწყო დაზვერვის სამსახურის სუს-თან გაერთიანების საკანონმდებლო პროცესი, და დაანონსდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება. ეს ყოველივე კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია დემოკრატიული უკუსვლის, ძალაუფლების კონსოლიდაციისა და არა-ანგარიშვალდებული ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერების გზაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სუს-ის პოლიტიზება ყოველთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა, თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის დამტკიცება ამ მხრივ ახალ შრეს იძენს. ერთპარტიული პარლამენტის მიერ ქართული ოცნების წევრისა და ირაკლი კობახიძის პირადი კადრის სუს-ის ხელმძღვანელად დანიშვნა, ყოველგვარი კრიტიკული განხილვებისა და დელიბერაციის გარეშე, სუს-ს იმ მინიმალურ ინსტიტუციურ თუ პერსონალურ აგენტობასაც უკარგავს, რაც, უწყების წინამორბედ ხელმძღვანელებს შესაძლოა გარკვეული ხარისხით მაინც ჰქონოდა.
ძალაუფლების დაბალანსების, პროფესიული და პრაქტიკული ამოცანების შესრულების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია დაზვერვის სამსახურის შეერთება სუს-თან. 2013 წლიდან სამსახური არის პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული უწყება და მის გარდა არც ერთ სხვა უწყებასთან ინსტიტუციურ ანგარიშვალდებულებაში არ იმყოფება. ახალი კანონპროექტით დაზვერვის სამსახური სუს-ის ერთ-ერთი სააგენტო ხდება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება სუს-ის უფროსის წინაშე. დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ისევე როგორც მის მოადგილეებს, სუს-ის უფროსი დანიშნავს. კანონპროექტი უკვე მიღებულია ორი მოსმენით.
აშკარაა, რომ ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთპარტიული კონტროლის ქვეშ და უსაფრთხოების სისტემაში კადრების შერჩევა პარტიული ლოიალურობის საფუძველზე არღვევს პროფესიული ნეიტრალობის პრინციპს და საბოლოოდ, ასუსტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურების სტაბილურობას. ამ პირობებში უსაფრთხოების უწყებები კარგავენ თავიანთ პრინციპულ ფუნქციას ემსახურონ დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და გადაქცეულნი არიან მმართველი პარტიის ხელისუფლების შენარჩუნების მექანიზმად. ეს ტენდენციები ქმნის საპოლიციო სახელმწიფოს (Surveillance State) იმ მოდელს, სადაც ძალოვანი სტრუქტურები სამოქალაქო სივრცის კონტროლის, წინააღმდეგობათა ჩახშობისა და საჯარო ცხოვრების ტოტალური მონიტორინგისთვის და ზედამხედველობისთვის გამოიყენება და ზღვარი ეროვნული უსაფრთხოებისა და რეჟიმის პოლიტიკურ უსაფრთხოებას შორის წაშლილია" — ნათქვამია განცხადებაში.
- შალვა პაპუაშვილი: მინდა სუს-ის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეშია ჩართული, მადლობა გადავუხადო
- ქართული ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა
- შალვა პაპუაშვილი: ანრი ოხანაშვილი პატრიოტიზმთან ერთად არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ადამიანი
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები