"მოვუწოდებთ EU-ს, დააწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ" — ოთხი ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება
"მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დააწესონ პერსონალური სანქციები დემოკრატიული უკუქცევისთვის პასუხისმგებელი პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში" — ამის შესახებ ევროპარლამენტის ოთხი წამყვანი წევრი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავს.
მათ გააჟღერეს მოწოდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც მათი თქმით, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში უნდა ჩატარდეს.
ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმართული "რეპრესიების ახალი ტალღის გამო".
"ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მაუწყებლებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ახალი ტალღის გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ოთხი წევრის — მამუკა ხაზარაძის, ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერის ბადრი ჯაფარიძის, კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის — ქართული ოცნების საპარლამენტო კომისიის მოწვევის დაუმორჩილებლობისთვის გასამართლებას. მათთვის გასამართლება და საჯარო თანამდებობის დაკავების ორი წლით ჩამორთმევა პოლიტიკურად მოტივირებულ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო დემოკრატიაზე აშკარა თავდასხმაა, რომლის მიზანია ოპოზიციური ხმების გაჩუმება და დაშინება.
ეს ნაბიჯი ქართული ოცნების მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ოპოზიციის ნებისმიერი ფორმის ჩახშობის მცდელობის ნათელი მაგალითია. ის კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს საერთო მდგომარეობას და ჩვენს შეშფოთებას იწვევს მოახლოებულ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ოპოზიციის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მაუწყებლებს და მომიტინგეებს, რომლებიც რეპრესიების ამ ახალი ტალღის სამიზნეები არიან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.
მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დააწესონ პერსონალური სანქციები დემოკრატიული უკუქცევისთვის პასუხისმგებელი პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მართული, ფართო საერთაშორისო დაკვირვებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ხალხის ნებას" — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩენე.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდნენ. ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ამავე კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით, ხოლო კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-8 თვით პატიმრობა შეეფარდათ. ასევე, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ციხეში არიან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები — ნიკა გვარამია, ნიკა მელია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
ასევე იხილეთ:
- თინა ბოკუჩავა: "მოუწოდეთ თქვენს მთავრობებს, დაუწესონ სანქციები ივანიშვილს და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს"
- დასავლელი პოლიტიკოსები ოპოზიციის 6 ლიდერის დაკავების გამო "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ
- "ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც" — სტივენ დაუთი საქართველოში ოპოზიციონერების დაკავებაზე
- ირაკლი ოქრუაშვილს ახალი ბრალი 2 წლის წინანდელ, სამეზობლოში ჩხუბის საქმეზე წარუდგინეს
- გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს — მას ხელბორკილი პარტიის ოფისში დაადეს
- გიორგი ვაშაძე: მივმართავ ბიძინა ივანიშვილს — შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი, მთელი ქვეყანა გინდა ციხეში გამოკეტო, მაგრამ არ გაგივა
- სტივენ დაუთი: ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის გაჩუმება და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები