მილი: აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ამერიკის ხმა
"აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ", - ამბობს ემინ მილი, ბერლინში დაარსებული, დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედია ორგანიზაციის Meydan.TV-ის თანადამფუძნებელი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რა გამოწვევების წინაშე დგანან აზერბაიჯანელი ჟურნალისტები, როგორ ფუნქციონირებს ონლაინ-პლატფორმა, ამ და სხვა თემებზე ემინ მილი ამერიკის ხმას ვაშინგტონის სტუდიაში ესაუბრა. მან ასევე შეაფასა ჟურნალისტ აფგან მუხტარლის თბილისიდან გაუჩინარებისა და მისი დაპატიმრების ფაქტი და თქვა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, რომელიც აჩვენებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტები თუ აქტივისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ. მისი თქმით, მუხტარლის საქმე აზერბაიჯანის ხელისუფლების გავლენის დემონსტრირება იყო:
"ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის იმის დანახვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაემორჩილა დიქტატურისა და კრიმინალური რეჟიმის სურვილს და შესაძლებელი გახადა საქართველოს ტერიტორიიდან ჟურნალისტის მოტაცება და მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემა. მან ბაქოში, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ის სწორედ ქართველმა სამართალდამცავებმა, ოფიციალურ ფორმაში ჩაცმულმა პირებმა სცემეს, ჩასვეს მანქანაში და საზღვრისკენ წაიყვანეს. ჩვენთვის ქართული მხარის ჩართულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანული და ქართული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობის გარეშე ასეთი რამ ვერ მოხდებოდა".
მუხთარლიმ ბაქოში, სასამართლოზე თქვა, რომ ის სწორედ ქართველმა სამართალდამცავებმა, ოფიციალურ ფორმაში ჩაცმულმა პირებმა სცემეს, ჩასვეს მანქანაში და საზღვრისკენ წაიყვანეს. ვფიქრობთ, აზერბაიჯანული და ქართული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობის გარეშე ასეთი რამ ვერ მოხდებოდა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით ის ბაქოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, საიდანაც ადვოკატს დაურეკა. მას აზერბაიჯანულმა სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც ცოტა ხნის წინ კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა. მას ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაში, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და კონტრაბანდის, 10 000 ევროს გადატანის მცდელობაში ედება.
მეიდან TV-ის თანადამფუძნებელი ჰყვება, რომ ეს საქართველოში დევნისა და თვალთვალის ერთადერთი შემთხვევა არ იყო, რომლის შესახებაც მათი ჟურნალისტები ან კონტრიბუტორები წუხდნენ.
"ჩვენ ამ ინციდენტამდეც ვიღებდით ბევრ სიგნალს საქართველოს მთავრობისგან იმისა, რომ "არასასურველები ვიყავით და რომ ჩვენგან გონივრული იქნებოდა, დაგვეტოვებინა ქვეყანა", - ამბობს მილი და მაგალითად მათ ერთ-ერთ რედაქტორზე, გიულენ მევლუდზე გვიყვება, რომელმაც მისი თქმით, საქართველო იმიტომ დატოვა, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, რომ მასაც, სხვების მსგავსად, უთვალთვალებდნენ: "მათი ყველა მიმართვა კი პოლიციისადმი, რომ გაერკვიათ ვინ და რატომ უთვალთვალებდათ, უშედეგო იყო.“
ემინ მილი ამბობს, რომ მუხტარლის საქმემ საქართველოს რეპუტაცია დააზიანა და სწორედ ამ საფრთხეების გამო, ის არ დათანხმდა ატლანტიკური საბჭოს მოწვევას, რომ ოქტომბერში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა.
"მე ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა არ გადამცემს აზერბაიჯანს და მერე თავს ისე არ მოაჩვენებს, თითქოს არაფერ შუაში არიან. ის, რომ აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებული ყველა ვიდეოჩანაწერი წაშლილი აღმოჩნდა, ის, რომ ეს თბილისის ცენტრში მოხდა და ა.შ. მიუთითებს მხოლოდ ამ საქმეში ჩართული ადამიანების გავლენაზე და რომ ამის შესახებ უნდა სცოდნოდა სულ მცირე შინაგან საქმეთა მინისტრსა და უსაფრთხოების სამსახურს. პოლიტიკურ დონეზე კი ამის შესახებ პრემიერ-მინისტრსაც უნდა ჰქონოდა ინფორმაცია“, - ამბობს მილი ჩვენთან საუბარში.
ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა არ გადამცემს აზერბაიჯანს და მერე თავს ისე არ მოაჩვენებს, თითქოს არაფერ შუაში არიან. ის, რომ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებული ყველა ვიდეოჩანაწერი წაშლილია, რომ ეს თბილისის ცენტრში მოხდა და ა.შ. მიუთითებს მხოლოდ ამ საქმეში ჩართული ადამიანების გავლენაზე.
აფგან მუხტარლის საქმეზე საუბრისას აზერბაიჯანის ელჩი შეერთებულ შტატებში ელინ სულეიმანოვი ამბობს, რომ მათ არ იციან, რა მოხდა ქართულ მხარეს, და ფაქტი ისაა, რომ მათ მუხტარლი აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობისას დააკავეს.
"ერთი კონკრეტული პირის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმისგან არასაჭირო სკანდალის შექმნა და ამის პოლიტიკურ პრობლემად წარმოჩენა არის აშკარა მცდელობა, რომ ძირი გამოეთხაროს ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობას. ეს არის საზიანო როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის მომავლისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის," - უთხრა ამერიკის ხმას ელინ სულეიმანოვმა, აზერბაიჯანის ელჩმა შეერთებულ შტატებში.
საქართველოს სახალხო დამცველი, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს მთავარ პროკურორს მოუწოდებდნენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მიმართ შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის საქმე სწორედ პროკურატურას გამოეძიებინა, და რომ ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებოდა. ამასთან, 65-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს მუხტარლის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა.
19 ივლისს აფგან მუხტარლის ადვოკატებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.
20 ივლისს კი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მუხტარლის საქმის გამოძიების დასრულებამდე თანამდებობებს დროებით დატოვებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სასაზღვრო პოლიციის უფროსი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოძიებასთან და ამ სამსახურებთან მიმართებით საზოგადოებას არავითარი კითხვა არ დარჩეს.
ამავე დღეს, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მუხტარლის შესახებ სისხლის სამართლის საქმე პროკურატურამ შსს-დან გამოითხოვა და საგამოძიებო ქმედებებს სწორედ პროკურატურა გააგრძელებს.
შსს მუხტარლის საქმეს "თავისუფლების უკანონო აღკვეთის" მუხლით იძიებდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ პოლიციას აცნობა, თუმცა დაზარალებულის სტატუსი მუხთარლის ამ დრომდე არ მინიჭებია.
მუხტარლის ადვოკატების თქმით, საქმეს "აფგან მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიანიჭა სტატუსი "პრიორიტეტული", რაც ნიშნავს, რომ ევროსასამართლოში საქმე დაჩქარებული წესით განიხილება.
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, რადგან აკისრია ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება, 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან ვერ უზრუნველყო გატაცების შეჩერება. გამოკითხულთა 56 პროცენტი ფიქრობს, რომ მუხტარლის საქმე უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოზე, მის რეპუტაციაზე, რომელიც რეგიონში მედიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ლიდერობდა.
ამ საქმეზე ხელისუფლების რეაგირებას ამერიკის ხმასთან ინტერვიუში "მწვავე" და "მკვეთრი" უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილმაც. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან იყო როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი რეაგირება.
20 სექტემბერს ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების კომიტეტმა მიიღო განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი გმობენ აფგან მუხტარლის საქართველოდან გატაცების, აზერბაიჯანში გადაყვანისა და იქ დაპატიმრების ფაქტს. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას ეფექტური გამოძიების განხორციელებისაკენ მოუწოდებს და ასევე აღნიშნავს, რომ მხედველობაში იღებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც მათ შორის შსს-ს საკვანძო ფიგურების თანამდებობიდან მოხსნას.
აზერბაიჯანული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტს აზერბაიჯანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივა. საქართველოში კი გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
გადახედვა
-
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
-
გალტ & თაგარტი რეგიონის ბაზრების კვლევას აძლიერებს — ახალი პუბლიკაცია უზბეკეთის ეკონომიკის პოტენციალის შესახებ გალტ & თაგარტი რეგიონის ბაზრების კვლევას აძლიერებს — ახალი პუბლიკაცია უზბეკეთის ეკონომიკის პოტენციალის შესახებ
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
კომენტარები