ათონელის რეზიდენციასთან მიმდინარე ე.წ. ზებრების აქციაზე ავტომობილის განზრახ დაჯახების შედეგად აქციის 2 მონაწილე დაშავდა
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
ათონელის რეზიდენციასთან მიმდინარე ე.წ. ზებრების აქციაზე, დემონსტრანტებს ავტომობილი განზრახ დაეჯახა. ამის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში OC Media-ს დირექტორმა და ფოტორეპორტიორმა, მარიამ ნიკურაძემ დაწერა. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს — მარიამ მეყანწიშვილს მეათე ნეკნის ხაზოვანი მოტეხილობა დაუდგინდა.
"ზებრების აქციაზე რამდენიმე ადამიანი გაიტანა მანქანამ ძალით. მარიამ მეყანწიშვილი გადაიყვანეს სასწრაფოში, მანამდე გონი დაკარგა ორჯერ. მეორე დაზარალებულიც, ლიზი უბილავაც, ამ წუთას წაიყვანა სასწრაფომ. პოლიციამ გვითხრა, რომ განზრახ დაჯახების ფაქტი "გადაცემულიაო" შესაბამის ადგილასო. გამოძიება დაიწყო თუ არა, არ ვიცით.
UPDATE: მარიამ მეყანწიშვილს მეათე ნეკნის ხაზოვანი მოტეხილობა დაუდგინდა, კიდევ დამატებით კვლევებს უტარებენ", — წერს მარიამ ნიკურაძე.
დაშავებული მარიამ მეყანწიშვილი წუხელვე მოინახულა ადვოკატმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მეათე ნეკნის მოტეხილობა აქვს.
"მარიამი მოვინახულე. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ გატეხილი აქვს ნეკნი და აუცილებელია, რომ დამატებითი კვლევები ჩაუტარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოწერენ. მნიშვნელოვანი რა არის იცით? პოლიციის თანამშრომლები ამ დროის განმავლობაში არ მოსულან, რომ დაინტერესებულიყვნენ — როგორ არის და შემდეგ ის ადამიანი დააკავონ, ვინც მარიამზე განზრახ მოახდინა შეჯახება", — აცხადებს ადვოკატი.
NEWS.On.ge შსს-სთან ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსს არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ შონ "დიდი" ქომბსს არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს, არაფრად დაგიდევს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე შალვა პაპუაშვილი: ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს, არაფრად დაგიდევს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე
გადახედვა
-
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
გადახედვა
-
თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — ირაკლი კობახიძე სი ძინპინს წერილს უგზავნის თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — ირაკლი კობახიძე სი ძინპინს წერილს უგზავნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
-
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
-
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
-
ფიტნეს ცენტრ "რეფორმერის" დამფუძნებელი მეწარმე იურიდიული პირისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას სასამართლოში გაასაჩივრებს ფიტნეს ცენტრ "რეფორმერის" დამფუძნებელი მეწარმე იურიდიული პირისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას სასამართლოში გაასაჩივრებს
გადახედვა
-
ქუთაისში მე-6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა ქუთაისში მე-6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა
გადახედვა
-
ასობით წერილი კაპიტანს — საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა ასობით წერილი კაპიტანს — საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა
-
OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა
გადახედვა
-
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
-
"ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო" — რამდენად კარგად იცნობ გურამ კაშიას? "ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო" — რამდენად კარგად იცნობ გურამ კაშიას?
-
სკუბი დუს ახალ სერიალში მთავარ როლზე მსახიობი ცუგა უკვე დაამტკიცეს სკუბი დუს ახალ სერიალში მთავარ როლზე მსახიობი ცუგა უკვე დაამტკიცეს
გადახედვა
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი სანქციები მუშაობს, ისინი ასუსტებენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი სანქციები მუშაობს, ისინი ასუსტებენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს
გადახედვა
-
კაია კალასი: აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს კაია კალასი: აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს
გადახედვა
-
გზებზე ნარჩენების დაყრაზე რეაგირებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტში სპეციალური სამსახური იქმნება გზებზე ნარჩენების დაყრაზე რეაგირებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტში სპეციალური სამსახური იქმნება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს
გადახედვა
კომენტარები