წულუკიანის საგამოძიებო კომისია "ოცნების" პარლამენტს სამუშაო ვადის კიდევ 1 თვით გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
წულუკიანის საგამოძიებო კომისია ოცნების პარლამენტს სამუშაო ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოცნების პარლამენტის ბიუროს 20 ან 23 ივნისამდე კომისიის უფლებამოსილების ერთი თვით გაგრძელების თაობაზე მიმართავს.
"კანონმდებლობით გვაქვს უფლება, რომ ვიმუშაოთ 6 თვე, მეტი არა, შეგვიძლია ვიმუშაოთ ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ჩვენ უკვე მე-5 თვეა ვმუშაობთ ამ რეჟიმში და ჩვენი საქმიანობის ეს არის მხოლოდ ხილული ნაწილი. ის, რასაც საზოგადოება ვერ ხედავს, სამუშაო პროცესია და ამიტომ არ არის საჯარო, არის ადმინისტრაციულ პერსონალთან ყოველდღიური მუშაობა წერილების განხილვა და დასკვნის პროექტის წერა. ამიტომ, ჩვენ ვიფიქრეთ და დღეს კენჭისყრისთვის გთავაზობთ ასეთ საკითხს - ვითხოვოთ ბოლო, მე-6 თვით ჩვენი უფლებამოსილების გაგრძელება, მაგრამ ისიც ვილაპარაკეთ და საზოგადოებასაც უნდა ვუთხრათ, რომ ივლისის თვეში ამ ტიპის საჯარო სხდომები ვეღარ იქნება ხშირი იმიტომ, რომ ჩვენი მთელი რესურსი დასკვნის პროექტს უნდა დავუთმოთ. გარდა გამონაკლისის შემთხვევებისა, ჩვენ ასეთი სხდომა აღარ გვექნება, თუმცა ის სხდომები, რომელიც გულისხმობს სამი წევრის მიერ - კომისიის სამი წევრი ვიკრიბებით და ვატარებთ გამოკითხვებს, ასეთი ფორმატები ივლისში შესაძლოა გაგრძელდეს. გთავაზობთ იმასაც, რომ აგვისტოს პირველ დღეებში, სავარაუდოდ, 4 აგვისტოს, მაგრამ შეიძლება მანამდეც, არაუგვიანეს 4 აგვისტოსი, ჩვენ შევიკრიბოთ ამ დარბაზში და დავამტკიცოთ კომისიის დასკვნა, რომელიც შემდეგ სექტემბრის პირველ რიცხვებში წარედგინება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას", — განაცხადა თეა წულუკიანმა.
2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვალში შეიქმნა და მისი უფლებამოსილების ვადა სამი თვით განისაზღვრა.
1-ელ აპრილს ოცნების პარლამენტმა 86 ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლითაც ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატი გაუზარდეს და სახელიც შეუცვალეს
უფრო კონკრეტულად — ოცნების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 86 ხმით მხარი დაუჭირეს დადგენილების პროექტს "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ" პარლამენტის 2025 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დადგენილებაში ცვლილების შემდეგ, დროებითი საგამოძიებო კომისია შემდეგი სახელწოდებით იფუნქციონირებს: "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია".
მიმდინარე წლის 10 აპრილს საგამოძიებო კომისიამ, პარლამენტს მუშაობის ვადის 1 თვით, 5 ივნისამდე გახანგრძლივება ითხოვა.
19 მარტს ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან და უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ წესებში ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებების პროექტის მიხედვით, თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, საგამოძიებო კომისიას, საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, შეეძლება შესაბამისი ორგანოს წინაშე გამოძიების დაწყების საკითხი დასვას.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის გამო დაკავებული არიან კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერები ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი; დაკისრებული გირაო გადაიხადეს დროას ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდა პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია, თუმცა თეა წულუკიანმა ის ამ კომისიაზე მეორედაც დაიბარა. ამ დრომდე უცნობია აპირებს თუ არა გახარია ამ კომისიაზე მისვლას.
მეტი წულუკიანის კომისიის შესახებ:
- პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს
- მამუკა ხაზარაძე თეა წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს
- გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს
- "მარტო ჩემი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე, კი ბატონო" — გომელაური გახარიას დაკავებაზე
- SJC: ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდება მის დასჯასა და ოპოზიციური ფიგურების დევნას ემსახურება
- გიგა ბოკერია: ოპონენტების სასამართლოში დაბარება აჩვენებს, რამდენად სტკივათ ივანიშვილის მსახურებს მსგავსი შეფასებები
- "ხომ არ მუშაობთ ისევ მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად?" — თეა წულუკიანი ლევან იოსელიანს
- "ამ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ" — მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
- "ქართული ოცნება" იმ მოქალაქეებს უჩივის, რომლებიც სოციალურ ქსელში პარტიას აკრიტიკებენ
- გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თეა წულუკიანის კომისიაში მისვლას არ აპირებს
- თეა წულუკიანი: გიგა ბოკერია, სიმონ ჯანაშია, ჩიორა თაქთაქიშვილი, თეა თუთბერიძე თავად მივიდნენ ნებისმიერ სხდომაზე, "ნუ დაელოდებიან მოწვევას"
- თეა წულუკიანი: ზოგიერთს და მათ შორის, ნიკა მელიას, მოსამართლე და სასამართლო დარბაზი ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი ჰგონია
- გირაოს გადახდის მიუხედავად, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა გრძელდება
- "ქართული ოცნების" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო სამსახური მუშაობის ვადის გახანგრძლივებას 5 ივლისამდე ითხოვს
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები