ჯეიმს განი კინოინდუსტრიის "სიკვდილის მიზეზსა" და DC-ის გეგმებზე
ჯეიმს განი საუბრობს უსცენაროდ გადაღებულ ფილმებზე, მარველის შეცდომებსა და ახალ ფილმებზე, რომლებსაც DCU შემოგვთავაზებს
ფოტო: Collider
ჯეიმს განმა, მას შემდეგ რაც DC კინოსტუდიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, განაცხადა, რომ მისი მეთვალყურეობის ქვეშ არც ერთი დაუსრულებელი სცენარი წარმოებაში არ ჩაეშვებოდა. Rolling Stones-თან ინტერვიუში, განმა კინო ინდუსტრიის ე.წ სიკვდილის მიზეზად, ჰოლივუდის ფატალური შეცდომა — სცენარის დაწერის დასრულებამდე ფილმების გადაღების დაწყება დაასახელა.
"ვფიქრობ, მიზეზი, რატომაც კინო ინდუსტრია კვდება სულაც არ არის ის, რომ ხალხს ფილმების ნახვა აღარ სურს", — თქვა განმა — "არც ის, რომ სტრიმინგ სერვისი ძალიან განვითარდა. ამის მთავარი მიზეზი დაუმთავრებელი სცენარებით ფილმების გადაღებაა"
განმა აღნიშნა, რომ DC სტუდიამ არასრულყოფილი სცენარის გამო ახლახან ერთი პროექტი გააუქმა. "ყველას უნდოდა ამ ფილმის გადაღება, მწვანე შუქიც ანთებული ჰქონდათ, მაგრამ სცენარი მზად არ იყო. მე ვერ ვიქნები პასუხისმგებელი ისეთ ფილმზე, რომელიც ცუდად არის დაწერილი. ჯერ-ჯერობით კი ძალიან გვიმართლებს, რადგან სუპერგოგოს სცენარი დასაწყისიდანვე განსაკუთრებულად მაგარია, ფარნების (Lanterns) სცენარიც ასევე კარგია და იგივე შემიძლია ვთქვა Clayface-ზე. მოკლედ, ჩვენ გვაქვს გამორჩეული მასალა, რასაც იღბალს უნდა ვუმადლოდეთ ან ჭკვიანურად მიღებულ გადაწყვეტილებებს".
მან ასევე ისაუბრა Warner Brothers-ის სამუშაო პოლიტიკაზე და ახსენა, რომ არ აკისრია კონკრეტული რაოდენობის ფილმების გამოშვების ვალდებულება. როგორც განი ამბობს, დისნეიმ ეს შეცდომა დაუშვა, როცა დისნეი პლუსის გამოსვლისას მარველს გაუზარდეს შესასრულებელი პროექტების რიცხვი, რამაც MCU-ზე ნეგატიურად იმოქმედა. დისნეის ეს შეცდომა ღიად აღიარა მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ბობ იგერმაც.
ეს უსამართლო და არასწორი იყო. და სწორედ ამას შეეწირნენ
"ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული ვალდებულება, რომ წელიწადში ამა და ამ რაოდენობის ფილმი ან სერიალი გამოვუშვათ (იგულისხმება DCU). ასე რომ, ჩვენ მხოლოდ იმას მივაწვდით მაყურებელს, რაც საუკეთესოდ მიგვაჩნია. რა თქმა უნდა ყველაფერი უბადლო ვერ იქნება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ფილმების დონის საშუალო ზღვარი მაქსიმალურად მაღალი იქნება. სცენარი სანამ პირადად არ მომეწონება, იქამდე მუშაობა არაფერზე დაიწყება".
სუპერმენით, რომელსაც შემდეგ თვეს ვიხილავთ ეკრანებზე, ჯეიმს განის DCU პირველ ნაბიჯებს გადადგამს. ასევე, დასრულებულია სუპერგოგოს (2026) გადაღებებიც. სამომავლოდ კი მათი გეგმის მიხედვით, დიდ ეკრანზე უნდა ველოდოთ ახალ ბეტმენსა და ვანდერ ვუმენს.
"ბეტმენის საკითხი პირადად ჩემთვის, ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ამწამს" — განუცხადა განმა Rolling Stones-ს. "სცენარისტთან ერთად ვმუშაობ და ვცდილობ ყველაფერი იდეალურად იყოს, რადგან ბეტმენი წარმოუდგენლად მნიშნველოვანი პერსონაჟია DC-ისთვის, ისევე, როგორც ვანდერ ვუმენი. ასე რომ გარდა იმ პროექტებისა, რომლებიც აქტიურად მიმდინარეობს, ჩვენი მთავარი მიზანია ბეტმენისა (მამაცი და გაბედული) და ვანდერ ვუმენის სცენარების დასრულება".
"ბეტმენს სჭირდება სწორი წარდგენა, ხომ მეთანხმებით? არ შეიძლება მასზე ფილმის გადაღება მხოლოდ იმიტომ, რომ Warner Brothers-ის ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. DCU-ს სჭირდება თავისი ბეტმენი, ცხადია ის არის ისეთი, როგორიც მატ რივზისაა. მაგრამ ასევე არც კარიკატურულია. მე არ მაინტერესებს სასაცილო, კიტჩური ბეტმენი. ახლა ამასთან ჭიდილში ვართ, თუმცა ვფიქრობ უკვე ვიპოვე გზა, უბრალოდ სცენარისტთან უნდა შევათანხმო და შევძლოთ ეს იდეა რეალობად ვაქციოთ".
განმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ვანდერ ვუმენზე ფილმის გადაღება სინამდვილეში უფრო მარტივია, რადგან ვანდერ ვუმენს უსასრულო რაოდენობის ადაპტაცია არ აქვს — ყოველ შემთხვევაში, ფილმებში მაინც, რასაც ვერ ვიტყოდით ბეტმენზე.
ყველა ამბავი ბეტმენზე უკვე მოყოლილია
"უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გამოსული DC-ის კომიქსების თითქმის ნახევარში შეხვდებით ბეტმენს. ის მთელ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პოპულარული სუპერგმირია. ხალხს უყვარს მისი საინტერესო პერსონაჟი, თუმცა ასევე აქვს ბევრი ისეთი რამ, რაც მოსაწყენს ხდის. როგორ უნდა შექმნა ბეტმენზე ფილმი, რომელიც საყურებლად გასართობი იქნება"?
სუპერგმირების სამყაროში ერთხმად აღიარებული ჯეიმს განი DC-ის სამყაროში ახალი იმპერიის მშენებლობას იწყებს. სუპერმენი კი რიგით პირველი ფილმი იქნება, რომელიც შეეცდება სტუდიას დაკარგული პოპულარობა დაუბრუნოს და DCEU-საგან მოვლენილი ბნელი საუკუნეები რენესანსით შეცვალოს.
ფოტო: Theplaylist
ქართველ მაყურებელს სუპერმენის ხილვა კინოთეატრებში 10 ივლისიდან შეეძლებათ.
-
ირანის ელჩი: არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება სხვა ერებს უკარნახოს ვისთან ჩამოაყალიბოს ურთიერთობა ირანის ელჩი: არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება სხვა ერებს უკარნახოს ვისთან ჩამოაყალიბოს ურთიერთობა
გადახედვა
-
ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ჩემს თავს ვხედავ ენმ-ში იმ შემთხვევაში, თუ შევძლებ პარტიის რეორგანიზაციას, პარტიის თავიდან შექმნას ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ჩემს თავს ვხედავ ენმ-ში იმ შემთხვევაში, თუ შევძლებ პარტიის რეორგანიზაციას, პარტიის თავიდან შექმნას
გადახედვა
-
თამარ ჩერგოლეიშვილი: ნაცი და ქოცი არ არსებობს. არსებობენ: თავისუფალი ადამიანები და ტოტალიტარიზმის ნარჩენები. გამყოფი ხაზი არის თავისუფლება. თამარ ჩერგოლეიშვილი: ნაცი და ქოცი არ არსებობს. არსებობენ: თავისუფალი ადამიანები და ტოტალიტარიზმის ნარჩენები. გამყოფი ხაზი არის თავისუფლება.
გადახედვა
-
ადამიანის ემბრიონებზე გენური რედაქტირების ახალი მეთოდი გამოცადეს ადამიანის ემბრიონებზე გენური რედაქტირების ახალი მეთოდი გამოცადეს
გადახედვა
-
ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
გადახედვა
-
შსს: მესტიაში, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კიდევ 42 ე.წ მაინერი ამოიღეს შსს: მესტიაში, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კიდევ 42 ე.წ მაინერი ამოიღეს
გადახედვა
-
ალდაგი EV EXPO 2026-ის მხარდამჭერია ალდაგი EV EXPO 2026-ის მხარდამჭერია
-
Global Tech Weekend Tbilisi 2026 — ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება Global Tech Weekend Tbilisi 2026 — ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
-
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
-
The Social Reckoning-ის ტრეილერი გამოვიდა — ნახეთ ჯერემი სთრონგი მარკ ზაკერბერგის როლში The Social Reckoning-ის ტრეილერი გამოვიდა — ნახეთ ჯერემი სთრონგი მარკ ზაკერბერგის როლში
-
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
-
ირაკლი კობახიძე 3 მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე 3 მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა
გადახედვა
-
ზურაბ პატარაძის 26 წლის შვილი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა ზურაბ პატარაძის 26 წლის შვილი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა
გადახედვა
-
"ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია" — ნანუკა ჟორჟლიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე "ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია" — ნანუკა ჟორჟლიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
გადახედვა
-
24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
გადახედვა
-
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა
გადახედვა
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
კომენტარები