საბა ბრაჭველი: ითხოვენ, რომ ჩვენი მოქალაქეების ნდობას ვუღალატოთ და მათ ჯანმრთელობაზე ინფორმაცია მათივე მჩაგვრელებს გადავცეთ
იურისტი საბა ბრაჭველის განცხადებით, ქართული ოცნების ანტიკორუფციულმა ბიურომ NGO-ებს იმ პირების პირადი და ჯანმრთელობის ინფორმაცია მოსთხოვა, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ არის.
იურისტი ასევე ხაზს უსვამს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები პოლიტპატიმრები და ოცნების ხელისუფლების პოლიტიკისგან დაზარალებული პირებიც არიან.
"რუსული კანონების აღსრულება რეჟიმმა ოფიციალურად დაიწყო. გუშინ ივანიშვილის მოსამართლეებმა ხუთ ორგანიზაციას ოფიციალურად მოგვთხოვეს რაჟდენის ბიუროსთვის წარმოუდგენელი ინფორმაციის გადაცემა. მაგალითად, ისეთი ინფორმაციის, როგორიცაა ჩვენი ბენეფიციარი, დაცვის ქვეშ მყოფი ან სულაც შეხვედრებზე დამსწრე ადამიანების სიები, სახელები, გვარები, ფოტოსურათები, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.
რომ გაიაზროთ რას ითხოვენ — მაგალითად, ჩემი ორგანიზაცია 200 დღეზე მეტია უსასყიდლო სამართლებრივ დახმარებას აწვდის რეჟიმის მიერ ნაწამებ, ჩაგრულ, დაჯარიმებულ ადამიანებს. ჩვენი იურისტები იცავენ პოლიტპატიმრების ინტერესებსაც. ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა ჩაგრული ადამიანის ისტორიის შეგროვებას, დოკუმენტირებას, დამუშავებას, სამართალწარმოებას, მათი სახელებისა და საქმეების ყველგან გაჟღერებას. ანალოგიურად — წლებია, საფარი იცავს, ეხმარება და წარმოადგენს ქალებსა და ბავშვებს. გამჭვირვალობა წლებია, იცავს მამხილებლებს, სასამართლოში მიყვება ათასობით ადამიანს. ეს სია უსასრულოა.
და ახლა ცინიკურად ითხოვენ, რომ ამ ადამიანების, ჩვენი მოქალაქეების ნდობას სრულად ვუღალატოთ, რომ მათი კონფიდენციალური, მათ შორის, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, მათივე მჩაგვრელებს გადავცეთ.
ვერ ეღირსებიან. ჩვენი მოქალაქეების ნდობას არცერთი ბრძანების ძალით ან დასჯის შიშით არ ვუღალატებთ. ვაგრძელებთ ბრძოლას და მუშაობას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად," — წერს საბა ბრაჭველი.
შეგახსენებთ, დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფინგი გამართეს. სადაც განაცხადეს, რომ 17 ივნისს ანტიკორუფციულმა ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მოსთხოვეს.
"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება. ქართული ოცნების მიერ პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილები ახლავს თან, რომლის მიხედვით, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" დარღვევა დაისჯება ჯარიმით 5-დან 10 000 დოლარამდე ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები