რუსები ახდენენ ზეწოლას, იმიტომ რომ დღემდე სამხრეთ ოსეთისთვის ჩორჩანას საგუშაგო ძალიან დიდი პრობლემაა — ირაკლი შაიშმელაშვილი ჩორჩანაში საგუშაგოზე
შსს-ს გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნაში ჩართული იყვნენ როგორც სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.
"როდესაც დაევალა ქვედანაყოფს, რომ ოპერაცია ანუ ღონისძიება განხორციელებულიყო [ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა], ჩართული იყვნენ როგორც სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც" — ასე გამოეხმაურა ირაკლი შაიშმელაშვილი ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებისა განცხადებებს, რომლის მიხედვითაც შს ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გააფრთხილა მაღალი თანამდებობის პირები ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობასთან დაკავშირებით.
TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებული რეჟიმისთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ეს საგუშაგო მოიშალოს.
"როდესაც დაევალა ქვედანაყოფს, რომ ოპერაცია ანუ ღონისძიება განხორციელებულიყო, ჩართული იყვნენ როგორც სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. მერე უკვე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა და ინფრასტრუქტურული კომპონენტებით გვეხმარებოდა. ვიცი რომ ჩართული იყო სოფლისა და მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამსახური და ასე შემდეგ. ანუ, ეს იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ხაშურის მერია, გუბერნია და ყველა მუნიციპალიტეტი მათ შორის არამარტო ხაშურის, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიც საქმის კურსში იყო, რაღაც გარკვეული დახმარებები მათაც აღმოუჩინეს.
დარწმუნებული ვარ, რომ რუსები ახდენენ ზეწოლას, იმიტომ რომ დღემდე სამხრეთ ოსეთისთვის ჩორჩანას საგუშაგო არის ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევა. ანუ, მათი მთავრობა შიდა დისკუსიებში და საუბრებში ყოველთვის ამ თემით მანიპულირებს და დღის წესრიგში უდგათ, რომ ამ საგუშაგოს საქართველოს მთავრობას ააღებინებენ. მეორე ეს არის გახარიას პირადი შურისძიება, ის რომ გახარია დაიჭირონ. ანუ, თემა წამოწიეს ისეთი, რომ ძალიან სენსიტიურია და პირდაპირ ურტყამს სახელმწიფო ინტერესებს.
უნიჭოდ დადგმული ხელოვნური სპექტაკლია, მაგრამ ეს სპექტაკლი ძალიან სახიფათო ფაზაში შეჰყავთ ვინაიდან ეროვნული ინტერესებით მანიპულირებას ახდენენ," — განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა TV პირველთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწყებული გამოძიება "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებას ეხება".
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, "საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე" მიმდინარეობს.
სოფელ ჩორჩანაში, ოკუპაციის ხაზთან ახლოს, პოლიციის საგუშაგო, გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს, 2019 წლის აგვისტოში აშენდა. მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის.
მიმდინარე წლის 14 აპრილს ოცნების პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე დაბარებულ გიორგი გახარიას ამ საკითხზეც დაუსვეს კითხვები. წულუკიანის კომისიაში აცხადებდნენ, რომ გახარიამ თვითნებურად ააშენა საგუშაგო, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. გახარიას თქმით, "ყველამ ყველაფერი იცოდა".
ასევე იხილეთ:
- კახა კახიშვილის თქმით, ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურად ინფორმირებული არ ყოფილა
- ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა "ესკალაციის საფრთხე იყო"
- გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს
- კახაბერ ქემოკლიძის თქმით, გამოძიების დაწყებით გიორგი გახარიას განეიტრალება სურთ
- ბექა ლილუაშვილის თქმით, გიორგი გახარიას წულუკიანის კომისიაზე დაბარება პოლიტიკური დევნაა
- "მარტო ჩემი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე, კი ბატონო" — გომელაური გახარიას დაკავებაზე
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები